ფილარეტს დაპირდნენ, რომ ეპიფანე გახდება "ინგლისის დედოფალი,"- დრაბინკო

12 January 2021 15:29
28
ფილარეტ დენისენკო  და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: 24.ua ფილარეტ დენისენკო და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: 24.ua

მეუ-ს "იერარქი" აცხადებს, რომ თუ არა ფილარეტი, რომელსაც "სურს ძალაუფლება," "უკრაინის ეკლესია" შეძლებდა ავტოკეფალიის მიღებას ჯერ კიდევ 1992- წელს.

უკრაინის მათმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი, ამჯერად მეუ-ს "იერარქი" ალექსანდრ დრაბინკო თვლის, რომ ფილარეტ დენისენკოს სინამდვილეში უნდა მხოლოდ ძალაუფლება, და "გაერთიანებულ კრებაზე" უმე-ს ხელმძღვანელი წავიდა იმისთვის, რომ მიეღო დაპირებული ახლადშექმნილი სტატუსის ფაქტიური ხელმძღვანელობა.  ამაზე მან განაცხადა ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა YouTube-არხზე DROZDOV 2021 წლის 6 იანვარს.

კანონიკური უმე-ს ხელმძღვანელის ფილარეტის როლის კომენტირებისას დრაბინკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ "ტომოსი მისი დამსახურებით არ გადმოუციათ."

"მას (ფილარეტს-რედ.), სინამდვილეში, ჩემი აზრით, დაპირდნენ, რომ ის იქნება ეკლესიის ფაქტიური ხელმძღვანელი, და მეუფე ეპიფანე იქნება "ინგლისის დედოფალი," და თავის წარმომადგენლობით ფუნქციებს მხოლოდ საზღვარგარეთ შეასრულებს"-განმარტა მან.

მეუ-ს "იერარქმა" დააზუსტა, რომ ეს დაპირებები რომ შესრულებულიყო, ის "გაერთიანებულ კრებაზე " არ წავიდოდა.

"ფილარეტს სურს ძალაუფლება- მაგრამ, ბოდიში. ასეთივე ისტორია იყო 1992 წელს.<...>იმ დროს ის უკრაინის ეკლესიის მეთაურობიდან გადააყენეს, და თუ მაშინ ასე აწუხებდა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა, უნდოდა ნამდვილი, სრულფასოვანი ავტოკეფალია, ამის მიღწევა შეიძლებოდა ჯერ კიდევ 92-93 წლებში. საჭირო იყო <...> ეკლესიაში დარჩენა, და არა სხვების იგნორირება და აი, "ვარ მე" და დაიწყო რაღაც ახალის შენება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ დროს საქმე მიდიოდა ეკლეზიოლოგიურ ერესამდე, როდესაც მას უნდოდა  თითქმის ოჯახი შეექმნა ადგილობრივი მართლმადიდებელი პარალელური ეკლესიების,"-დასძინა დრაბინკომ.

შეგახსენებთ, ადრე ფილარეტმა თქვა,რომ პოროშენკომ აიძულა უარი ეთქვა უკრაინაში მათმადიდებლური ეკლესიის წევრობაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ