ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქის საბჭო ტაძარს ართმევს მრევლს
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გოროდენკას მერის თაოსნობით, აამხედრა მართლმადიდებელი თემი და ცდილობს წაართვას უმე-ს ილინსკის ტაძარი.
ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ გოროდენკას ქალაქის საბჭო, მერის ბოგდან კობილიანსკის თაოსნობით ართმევენ ილინსკის ტაძარს უმე-ს მართლმადიდებელ მრევლს, იტყობინება YouTube-არხზე "პერში კოზაცკი."
ადგილობრივი ხელისუფლება მთელ ძალღონეს არ იშურებს გააძევოს ადგილობრივი თემი ილინსკის ტაძრიდან, რომელიც აშენებული იყო გულისხმიერი მორწმუნეების მიერ, ივანო-ფრანკოვსკის და კოლომიისკის არქიეპისკოპ სერაფიმის კურთხევით. მანამდე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უმე-ს მრევლს გოროდენკაში თავისი ტაძარი არ ჰქონდა.
2020 წლის 19 დეკემბერს ნიკოლოს სასწაუმოქმედის ხსენების დღეს, საღმრთო მსახურების შენობაში ჩატარდა პირველი წირვა, რომელმაც ააფორიაქა ადგილობრივი ხელისუფლება და დეპუტატები, და მორიგ სესიაზე, რომელიც გაიმართა 28 დეკემბერს, აამხედრეს თემი, გამოაქვეყნეს ქალაქის მაცხოვრებლებისადმი მიმართვა, რომელიც 3 იანვარს თავის Facebook გვერდზე განათავსა ქალაქის მერმა ბოგდან კობილიანსკიმ.
დეპუტატებმა მიმართეს გოროდენკას მაცხოვრებლებს არ დაესწრონ წირვას მართლადიდებელ ოჯახის ტაძარში, უმე-ს ყველანაირ ცოდვაში დასდეს ბრალი: სეპარატისტული სამხედრო ფორმირებების მხარდაჭერა, გოლოდომორის მიმართ შეუბრალებლობა, ლოცვა რუსეთის არმიისათვის. ეს ბრალდება არის უსამართლო და არაერთხელ იქნა უარყოფილი. დეპუტატებმა ასევე დაადანაშაულეს უმე აღმოსავლეთ უკრაინაში ძმათამკვლელი ომის დაგმობისათვის.
როგორც ადრე მჟკ წერდა, გოროდენკაში გაიხსნა პირველი ტაძარი 90-იანი წლებიდან.