ვადიმ ნოვინსკი : უკრაინაში ერთი კანონიკური ეკლესიაა, დანარჩენები – მულაჟია
სახალხო დეპუტატი ნოვინსკი თვლის უმე-ს ერთადერთ კანონიკურ ეკლესიად, სხვა დანარჩენი სტრუქტურები-მულაჟია, რომელიც ემსახურება სხვადასხვა პოლიტიკურ ინტერესებს.
სახალხო დეპუტატი , ბიზნესმენი და ქველმოქმედი ვადიმ ნოვინსკიმ არკადი მამონტოვის ფილმში ,,თვითწმინდა'' , რომელიც მიეძღვნა საეკლესიო განხეთქილებას უკრაინაში , განაცხადა ,რომ ქვეყანაში არის მხოლოდ ერთი კანონიკური ეკლესია უწმინდესი ონუფრეს მეთაურობით , სხვა დანარჩენი - მულაჟია , რომლებიც სხვა და სხვა პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან.
"ყველა დანარჩენი სტრუქტურები-მულაჟია, ან პოლიტიკური ორგანიზაციებია, შექმნილი პოლიტიკოსების მიერ, მათ შორის უკრაინის წინა პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს და ნაკურთხია პატრიარქ ბართლომეს მიერ,"- აღნიშნა სახალხო დეპუტატმა.
ნოვინსკის აზრით, განხეთქილების მთავარი მიზეზია პოლიტიკოსების სურვილი, გადააქციონ ეკლესია თავისი ჯიბის ორგანიზაციად, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ ლიდერებს.
"საბჭოთა კავშირის დაშლის დროს უკრაინის ლიდერებს ასევე სურდათ ჰყოლოდათ ჯიბის ეკლესია, მაგრამ მათთვის ამის პატიება შესაძლებელი იყო, ვინაიდან ისინი კომუნიზმის მემკვიდრეები იყვნენ და უნდოდათ ყველაფერი ნაციონალური ჰქონოდათ-არმია, ბანკი, ჰიმნი, დროშა და ეკლესია. მათ ვერ გაეგოთ, რომ ეკლესია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ცაა დედამიწაზე, ღვთიურ-ადამიანური ორგანიზმი, რომელიც არ იცვლება დროებითი სახელმწიფოს ფარგლებში. 30 წლის განმავლობაში ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიცაა კრავჩუკი, იუშენკო და პოროშენკო, მხარს უჭერდნენ განხეთქილებას, პატრიარქი ბართლომე კი კვებავდა მათ იმედით. თუმცა მას ერთხელ და სამუდამოდ უნდა ეთქვა, რომ ეს განხეთქილებაა და სქიზმატიკოსები შესაძლებელია მხოლოდ სინანულის გზით დაუბრუნდნენ ეკლესიის წიაღს,"-აღნიშნა ნოვინსკიმ.
"თავიდან უკრაინაში გადაწერეს ისტორია, გმირები გახდნენ მოღალატეები, ხოლო მოღალატეები და დამნაშავეები-გმირები, შემდეგ შეეცადნენ შეეცვალათ სარწმუნოება და უკრაინელებისაგან შეექმნათ მანქურთები, ადამიანები წარსულის, ტრადიციებისა და ღირებულებების გარეშე. როდესაც ადამიანი კვდება, სული განეშორება, სხეული იხრწნება. როდესაც სარწმუნოებას სუროგატით ცვლიან, ერიც იხრწნება,"-დაამატა სახალხო დეპუტატმა.
როგორც ადრე წერდა მჟკ , ორხიდის საეპისკოპოსომ მიუთითა ფანარიონის მცდელობაზე, გაეხლიჩა ეკლესიის ერთიანობა.