ამერიკელი პოლიტოლოგი: აშშ უნდათ მართმადიდებელი ეკლესია ხერხემალში გადატეხონ

10 January 2021 16:11
59
პოლიტოლოგი ჯიმ ჯატრასი. ფოტო: youtube.com პოლიტოლოგი ჯიმ ჯატრასი. ფოტო: youtube.com

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა,აშშ-ში ცდილობენ ხერხემალში გადატეხონ მართლმადიდებლური ეკლესია,ამისთვის იყენებენ ბართლომეს პაპისტურ ამბიციებს

პოლიტოლოგმა ჯიმ ჯატრასმა, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, არკადი მამონტოვის ფილმში „თვითწმინდა“, რომელიც ეძღვნება უკრაინის ეკლესიის განხეთქილებას, განაცხადა, რომ იყენებს რა კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომეს ამბიციებს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის მმართველი აპარატის ხელმძღვანელობით ცდილობენ „ხერხემალში გადატეხონ მთელი მართლმადიდებლური ეკლესია“.

„კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს სურს ასწიოს თავისი სტატუსი ჩვენს ეკლესიაში, გახდეს აღმოსავლეთის ერთგვარი პონტიფიკატი, მაგრამ არის აქ სხვა ფაქტორებიც, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი-კონსტანტინეპოლის ეკლესია და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გეოპოლიტიკური ინტერესები, ასევე კულტურული მარქსიზმის გავრცელების იდეა ამერიკის მთელ მმართველ აპარატზე, რომელსაც სურს ხერხემალში გადატეხოს მართლმადიდებლური ეკლესია,“- განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა.

ჯატრასის აზრით მართმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მომართულია აშშ-ს სახელმწიფოს მთელი ძალისხმევა.

„ღირს ვახსენოთ კურტ ვოლკერი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელი უკრაინაში, რომელიც გადაყენებამდე არამარტო დაუღალავად მუშაობდა თავისი სახელმწიფოს სასარგებლოდ, ის ასევე ხელმძღვანელობდა მაკკეინის ინსტიტუტს, რომელის ფინანსდებოდა მისი ლობისტი ფირმის BGR Group (Barbour, Griffith&Rogers), რომლის კლიენტები იყვნენ პოროშენკო, ასევე კომპანია Raytheon, სარაკეტო კომპლექს Javelin-ის შემქმნელები, რომელთაც სურთ ის გადასცენ უკრაინას. ჩვენს წინაშეა ინტეგრირებული იდეოლოგიური სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია იდეოლოგია ქრისტიანული მორალის წინააღმდეგ, ბიზნესი, ფული, სპეცსამსახურები, და  მიმართულია მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ“- აღნიშნავს ჯატრასი.

როგორც იუწყებოდა მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი , ფანარიონის მეთაურმა რუსეთის მართმადიდებელი ეკლესია დაადანაშაულა ,,მართმადიდებლური ფედერაციის გათამაშებაში '' .

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ