ავტომატიანმა ძალოვნებმა ბანჩენის მონასტერს ალყა შემოარტყეს
შეიარაღებულმა ძალოვნებმა უმე-ს ბანჩენის მონასტერს ალყა შემოარტყეს და ცდილობენ სავანეში შესვლას „დოკუმენტებისა და ხალხის შესამოწმებლად“.
2023 წლის 9 ნოემბერს ძალოვნებმა ათობით შეიარაღებული სამხედროს თანხლებით ჩერნოვიცის ოლქში უმე-ს ბანჩენის მონასტრის ტერიტორიას ალყა შემოარტყეს. ამის შესახებ მჟკ-ს მოუყვა მღვდელმა, რომელიც მონასტრის შესასვლელთან იმყოფება. მისი სიტყვებით, ძალოვნები ითხოვენ მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას, რომ „შეამოწმონ სავანის დოკუმენტები და მოახდინონ იქ მყოფი ადამიანების იდენტიფიცირება“.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მონასტერში ღონისძიებების ჩასატარებლად სამართალდამცავებს სასამართლოს არანაირი დადგენილება არ გააჩნიათ.
გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ სავანის დასაცავად გამოვიდნენ მიტროპოლიტ ლონგინოზის შვილები, სამღვდელოება და მონასტრის მრევლი.
შეგახსენებთ, რომ ბანჩენის მონასტერში მოვიდნენ ძალოვნები ბერების მობილიზების ბრძანებით.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მიტროპოლიტმა ლონგინოზმა მძიმე ინსულტი გადაიტანა.