რმე-ს წინამძღოლი: წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევა –ღვთის სასჯელი
პატრიარქმა ბართლომემ კიევის სოფიაში შეიყვანა სქიზმატიკოსები და მაშინვე დაკარგა კონსტანტინეპოლის სოფია, აღნიშნა რუსეთის მართლმადიდებულური ეკლესიის წინამძღოლმა .
სტამბულში წმინდა სოფიის საკათედრო ტაძრის მეჩეთად გადაკეთება- ამტკიცებს ღვთის სასჯელს ფანარიონის მიმართ, უკრაინაში განხორციელებული უდიდესი ცოდვის გამო. ეს შეხედულება გამოთქვა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა საშობაო ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე Патриархия.ru 2021 წლის 7 იანვარს.
„არ მინდა წარმოვთქვა არავითარი კრიტიკა კონსტანტინეპოლის ძმობის მიმართ, მაგრამ უეჭველია, ყველაფერი ის, რაც შემდგომში მოხდა კონსტანტინეპოლში, სტამბოლში, ამტკიცებს უფლის სასჯელს '',- განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა.
პატრიარქმა ბართლომემ შეიყვანა სქიზმატიკოსები კიევის სიწმინდეში, კიევის სოფიაში და დაკარგა კონსტანტინეპოლის სოფია- ის გახდა მეჩეთი. „შენ წაართვი წმინდა სოფია კიევში მართლმადიდებელ ადამიანებს, მართლმადიდებლურ ეკლესიას, შეხვედი იქ და მიიყვანე იქ სქიზმატიკოსები და შენ დაკარგე საკუთარი სოფია...“
პატრიარქ კირილის აზრით: „უფრო ცხადი შედეგი უფლის ნების გამოხატულებისა, ძნელი წარმოსადგენია. უფრო მეტიც, ეს შედეგი,აღნიშნა მან, დაუყონებლივ დადგა, „იმიტომ რომ ცოდვა იყო ძალზე დიდი.“
ფანარიონის მოქმედების შედეგად, მართლმადიდებლობაში შექმნილი ვითარებიდან გამოსვლისათვის „ჩვენ ვალდებულები ვართ ყველანი“, აღნიშნავს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი. „უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, ყოველ შემთხვევაში პირად ლოცვებში მაინც,...<...> და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს კრიზისი მართლმადიდებლობაში, რომელიც გარედანაა თავსმოხვეული, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს.
ადრე მჟკ წერდა, რომ პარტიარქ კირილის რწმენით, ფანარიონმა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გარედან ზეწოლა აღიარა.