რმე წინამძღოლმა მორწმუნეებს საშობაო მილოცვით მიმართა

06 January 2021 11:27
39
რმე წინამძღოლის  უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრეს საშობაო მიმართვა მორწმუნეებს. ფოტო: news.church.ua რმე წინამძღოლის უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრეს საშობაო მიმართვა მორწმუნეებს. ფოტო: news.church.ua

დაე, მშვიდობა და ღვთის წყალობა, შობის ღამეს ანგელოზების მიერ დიდებული, ავსებდეს ჩვენს გულს, ოჯახებს, ჩვენი უკრაინის მიწასა და მთელს სამყაროს, ისურვა ნეტარმა.

ქრისტეს შობის დამდეგს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტმა, უნეტარესმა ონუფრიმ მიმართა სამწყოს საშობაო გზავნილით, რომლის ტექსტიც გამოაქვეყნა უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ.

ქვემოთ მოყვანილია წინამძღოლის საშობაო გზავნილი მღვდელმთავრების, მოძღვრების, ბერ-მონაზვნებისა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ერთგული შვილის მიმართ:

ქრისტე იშვება, ადიდებდეთ!

გულით გილოცავთ ყველას: ღვთისმოყვარულო ეპისკოპოსებო და მოძღვრებო, ღვთისმოსაო ბერებო და მონაზვნებო, ძვირფასო ძმებო და დებო გილოცავთ ჩვენი მხსნელისა და უფლის, იესო ქრისტეს ხორციელად შობის უდიდეს, სამყაროს დამხსნელ შობას.

დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ლოცვით იხსენებს და ადიდებს საიდუმლოს უდიდეს ღვთისმოსაობას - უფლის  ხორცში გამოჩენას (1 ტიმ. 3,16). სამყაროში ჩვენი მესიის, ქრისტეს მოვლინება სათავეს იღებს სამოთხიდან, იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როცა ჩვენმა პირველწინაპრებმა ადამმა და ევამ დაარღვიეს ღვთიური სიყვარულის აღთქმა. არ სურდათ რა მონანიება, ადამი და ევა განუდგნენ ღმერთს, ხოლო თავიანთი თვითგამართლების მეშვეობით ისინი კიდევ უფრო ღვთის მოწინააღმდეგენი გახდნენ. რათა არ დაერღვია წინაპრების თავისუფლება და არ აეძულებინა ისინი ეცხოვრა მასთან, ვის წინააღმდეგაც ისინი აღსდგნენ, უფალმა ისინი სამოთხიდან განდევნა მწუხარე და უკაცრიელ სამყაროში, სადაც მათ გაიგეს თავიანთი პირადი სულიერი სიცარიელე. ისინი მიხვდნენ, მაგრამ უკვე გვაინი იყო: მათი შინაგანი სიცარიელის აღდგენამდე მათ სჭირდებოდათ ერთი თასი მწუხარების დალევა ბოლომდე. და ისინი მადლიერებითა და მონანიებით ცლიდნენ ამ თასს. ადამი მთელი ცხოვრება აპყრობდა თვალებს სამოთხის მხარეს, ტიროდა და ამბობდა სიტყვებს: „ჩემი სამოთხე, ჩემი ტკბილი სამოთხე!“ ადამი და მისი შთამომავლები ტიროდნენ, დარდობდნენ და მოთმინებით ელოდნენ იმ დალოცვილ დღეს, როცა, უფლის სიტყვით, დედაკაცის თესლი თავს გაუჭეჭყავდა გველს (დაბ.3,15), ეშმაკს, როცა დედამიწას მოევლინებოდა მხსნელი და აღადგენდა, რესტრავრირებას გაუკეთებდა ადამიანის სულის სიცარიელეს. და დადგა ეს დრო. სამყაროს ძე ღვთისა მოევლინა.

წმინდა სახარება ქრისტეს შობაზე ასე გვამცნობს. რომის იმპერატორ ავგგუსტინეს დროს, რომელიც მაშინ იუდეას მართავდა, გამოვიდა ბრძანება მოეხდინათ მთელი ქვეყნის მასშტაბით აღწერა (ლუკ.2,1). ღვთისმშობელი, რომელიც მუცლით ატარებდა მხსნელს, რომელსაც მისგან უნდა მიეღო ადამიანური ბუნება, მის მიწიერ მფარველ ანგელოზთან - იოსებ დაწინდულთან - ერთად ნაზარეთიდან ბეთლემში ჩადის, რათა იქ, დავითის ქალაქში, როგორც დავითის შთამომავლებს აღწერაში მიეღოთ მონაწილეობა. და რამდენადაც ამ დროს ბეთლემში აღწერისთვის ჩავიდა დავითის ყველა შთამომავალი, სასტუმროებში ადგილი არ იყო. წმინდა ქალწულს კი მშობიარობის ჟამი უდგებოდა. მაშინ ისინი გავიდნენ ქალაქგარეთ, მღვიმეში, სადაც უამინდობისას მწყემსები აფარებდნენ თავს და ის, ღარიბ გამოქვაბულში, ღვთისმშობელმა სამყაროს მხსნელი, ძე ღვთისა შობა, რომელმაც მოინდომა ადამიანის ძედ ყოფნა. წმინდა ქალწულმა შობა ძე, თვისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, რომელზეც მიბმულნი იყვნენ წინასწრმეტყველების მიხედვით ესაია, ვირი და ჯორი (ეს. 1, 3): ვირი, რომელიც ატარებდა ქალწულ მარიამს ნაზარეთიდან ბეთლემში და ჯორი, რომელიც იოსებ დაწინდულმა აიღო, რათა ის გაეყიდა, როცა საცხოვრებელი საჭიროებისთვის გახდებოდა აუცილებელი.

მაშინ მინდორში, კურთხეული გამოქვაბულის ახლოს, მწყემსები ფარას მწყემსავდნენ. მათ გამოეცხადათ უფლის ანგელოზი და ღვთის სიტყვამ გაანათა ისინი. მწყემსებს შეეშინდათ, მაგრამ უფლის ანგელოზმა დაამშვიდა ისინი და თქვა: „ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში“ (ლუკ.2,9-12). და უცებ ანგელოზთან ერთად გამოჩნდა მრავალარიცხოვანი ციური მოლაშქრე, რომელიც ადიდებდა უფალს და მღეროდა საოცარ სიმღერას: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის“ (ლუკ.2, 14). როცა წმინდა ანეგლოზები ზეცაში ამაღლდნენ, მწყემსებმა ერთმანეთს უთხრეს: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა“ (ლუკ. 2,15). მწყემსები ადამიანთა შორის პირველები მივიდნენ ბეთლემში, იპოვეს იქ ბაგაში მწოლარე ყრმა უფალი და ხილვისთანავე გაანდეს წმინა ქალწულ მარიამს და იოსებს სიტყვა, რომელიც მათ ეუწყათ ყრმისთვის.(ლუკ. 2,15-17).

ამის შემდეგ ყრმა უფალს აღმოსავლეთის სამმა მეფემ სცა თაყვანი: ერთმა სპარსეთიდან, მეორემ არაბეთიდან და მესამემ ეთიოპიიდან. მათ ცაზე საოცარი ვარსკვლავი იხილეს და მიხვდნენ, რომ სამყაროს მხსნელი მოევლინა, რომელსაც ყველა მიწიერო ტომი ელოდა. მეფე-მოგვებმა ქრისტეს თაყვანი სცეს სწორედ შობის დღეს. მათ თან ძღვენი მოიტანეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო შესწირეს, როგორც მეფეს, გუნდრუკი, როგორც იმის სიმბოლო, რომ ქრისტე თავად მიიტანს თავს სამსხვერპლოზე კაცობრიობის სახსნელად. მოგვებმა ძღვენი შესწირეს და თაყვანი სცეს ყრმა იესოს და შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ მიწაში, ხოლო მზაკვარმა იროდმა დაიწყო ყრმა ჩვილის ძიება, რათა მოეკლა ის. უბედურმა იროდმა არ იცოდა, რომ ქრისტე, რომელიც დაიბადა ბეთლემში, დაიბადა არა იმისთვის, რომ იუდეველთა მეფე გამხდარიყო. ქრისტე წარმოადგენდა მთელი მიწისა და ცის მეფეს და მას არ სურდა ადამიანებზე ბატონობა, როგორც ეს მიწიერ მეფეებს ეწადათ. მას სურს ყველა ადამიანის ჩახუტება და მათი მისი ღვთიური სიყვარულით აღტაცება. ქრისტე დედამიწაზე ჩამოვიდა არა იმისთვის, რომ მონებად გვაქციოს, არამედ იმისთვის, რომ მონობიდან გაგვანთავისუფლოს. ქრისტე მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები იტვირთა, რომელიც გვიმონებდა, განაგდო ისინი ჯვარზე და გვაქცია თავისუფალ ადამიანებად    ამ სიტყვის სრული და ნამდვილი მნიშვნელობით. ქრისტე მაცხოვარმა არა მხოლოდ გაგვანთავისუფლა ცოდვის მონობისგან, მან ასევე გვასწავლა, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა შევინარჩუნოთ სულიერი თავისუფლება: რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ. მაცხოვრის ყველა ეს მოძღვრება ჩაწერილია წმინდა წიგნში, რომელსაც სახარება ეწოდება.

ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს შობას, ჩვენ სიყვარულით ვიხსნებთ ამ დიდებული მოვლენის ისტორიას. ქრისტეს შობის ისტორია გარეგნულად მარტივი და მოკრძალებულია, მაგრამ სიმარტივესა და მოკრძალებულობაში უფალი თავის სიბრძენს, სიდიადესა და ძალას გვიჩვენებს. ყრმა იესო კერ კიდევ ბაგაში წევს, მაგრამ უკვე ღელავენ მიწიერი მეფეები. ჭეშმარიტებისადმი სიყვარულით აღვსილი აღმოსავლეთის მეფეები ძღვენით მიდიან და თაყვას სცემენ ყრმა იესოს. მზაკვარი იროდი შიშითაა შეპყრობილი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მივიდეს და გონივრულად თაყვანი სცეს ყრმა იესოს და ამის მეშვეობით განიმტკიცოს საკუთარი თავი და თავისი სამეფო, გიჟდება და მას მოსაკლავად მოსდევს. რომის იმპერატორი ავგუსტინე, რომლის წინაშეც მთელი სამყარო თრთის, ასევე ემსახურება უფლის ხორცშესხმის საიდუმლოს: მან მოსახლეობის აღწერა განახორციელა, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ამაში მთავარი იყო ის, რომ გადაეთვალა მისი ქვეშევრდომები, არამედ ის, რომ ღვთისმშობელი ბეთლემში ჩაეყვანა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება, რომ ქრისტე მესია ბეთლემში დაიბადება.

ანგელოზების გამოცხადება შობის ღამეს, მათი სიტყვები და გალობა მოწმობს ქრისტეს შობის საიდუმლოს სიდიადეს, რომელმაც ააღელვა არა მხოლოდ მიწა, არამედ ცაც.

ამ წმინდა დღეებში, ლოცვით ვიხსენებთ და ვადიდებთ რა ჩვენი მხსნელისა და უფლის შობის საიდუმლოს, ჩვენ ვუერთდებით მსოფლიო ზეიმს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანთან ერთად თაყვანს ვცემთ ჩვენს მხსნელს და მორჩილებით ვუხდით მას მადლობას ჩვენდამი, ცოდვილი ადამიანების მიმართ სიყვარულის გამო. ჩვენ მორჩილებით ვლოცულობთ, რათა უფლის ძე, რომელიც „ჩვენი, ადამიანების და ჩვენი ხსნის გამო ჩამოვიდა ზეციდან და ხორცი შეისხა სულიწმიდისა და ქალწულ მარიამისგან „(რწმენის სიმბოლო), მოვიდა ჩვენთან უძლურებთან, მოგვიტევა ჩვენი ცოდვები, ჩვენი სიბნელე, რის გამოც დღეს ვიწონებთ და ვიღებთ ბუნების საწინააღმდეგო კანონებს, რომლითაც საკუთარ თავს ვანადგურებთ. ჩვენ ვლოცულობთ, რათა უფალმა სინათლე მოფინოს ჩვენს სულიერ სიბრმავეს, რათა  ვხედავდეთ და გვიყვარდეს არა ჩვენი სიმართლე, არამედ უფლის ჭეშმარიტება, რომელიც წარმოადგენს სრულყოფილს, მუდმივსა და ერთადერთ სასარგებლოს ჩვენთვის. ჩვენ ვლოცულობთ, რათა უფალმა განგვამტკიცოს და მოგვცეს ძალა ღირსეულად გადავიტანოთ ის განსაცდელი და ტკივილი, რომელიც დღეს მთელს სამყაროს ძრავს და რომლის მიზეზსაც, სამწუხაროდ, წარმოადგენს ჩვენი საკაცობრიო ცოდვები.

ამ ნათელ დღეს, როცა ჩვენ ვიხსენებთ უფლის სამყაროში მოვლენას, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვით, ვიხაროთ თრთოლვითა და სიხარულით: თრთოლვით - ჩვენი ცოდვების მიზეზით, ხოლო სიხარულით - იმედის მიზეზით (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტომი 1, სიტყვა 38, გვ.522, სპბ, 1912 წ.), ღვთის წყალობის, ძალისა და კაცთა სიყვარულის იმედით.

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ყველას, ძვირფასო ძმებო და დებო, ქრისტეს შობის დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხსნასა და უფლისგან დალოცვას. დაე, მშვიდობა და ღვთის კურთხეული ნება, რომელიც ანგელოზების მიერ იქნა განდიდებული შობის ღამეს, ავსებდეს ჩვენს გულებს, ოჯახებს, ჩვენი უკრაინის მიწასა და მთელს სამყაროს.

შობას გილოცავთ!

მორჩილი

 ონუფრე

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი

ქრისტეშობა,

2020/2021 წ.,

ქ. კიევი

შეგახსნებთ, რომ 2021 წლის 6 და 7 იანვარს, შობის წინადღესა და შობას, უკრაინის ტელეარხები „ინტერი“ და „გლასი“ გადასცემენ საზეიმო ღვთისმსახურების პირდაპირ ტრანსლაციებს კიევ-პეჩორის წმინდა მიძინების ლავრადან, რომელსაც წარუძღვება კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლირი, უნეტარესი ონუფრი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ