მიტროპოლიტი ანტონი: სქიზმატიკოსები, ვინც არ მოინანია,ხდებიან ერეტიკოსები
უკრაინული მართმადიდებლური ეკლესიის საქმეთა მმართველი ამბობს ორ გზას,რომელსაც შეიძლება დაადგნენ სქიზმატიკოსები.
სქიზმატიკოსები, რომელთაც არ სურთ შეცდომის აღიარება, ყველაზე ხშირად ხდებიან ერეტიკოსები, აღნიშნა უმე-ს საქმეთა მმართველმა, ბროვარისა და ბორისპოლის მიტროპოლიტმა ანტონი (პაკანიჩმა) არკადი მამონტოვის ფილმში «Самосвяты».
სქიზმატიკოსებს აქვთ ორი გზა, ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა. ერთ-ერთი მათგანი, მიდის ღმერთთან, ეს აღსარებაა, საკუთარი შეცდომების აღიარება.
«პირველი გზა – ეს აღსარებაა, როცა ადამიანი შეიგნებს თავის შეცდომას და უბრუნდება მართმადიდებლურ ეკლესიას, – თქვა მიტროპოლიტმა. – ღვთიური მადლი აცოცხლებს ასეთ ადამიანს».
არსებობს სხვა გზაც, რომელზეც ხშირად ლაპარაკობენ წმინდა მამები. ეს გზა დამღუპველია, აღნიშნა უმე-ს საქმეთა მმართველმა.
«თუ სქიზმატიზმი არ განიკურნება, მაშინ, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ისინი გადადიან სხვა კატეგორიაში – ერეტიკოსების კატეგორიაში, – თქვა მან. – თუ ადამიანი, რომელმაც სცოდა, ფიქრობს, რომ ეს ნორმალურია, ის არასდროს გამოსწორდება. ეს გზა დამღუპველია».
როგორც მჟკ გვამცნობს, ბერძნული ეკლესიის იერარქი თვლის ,რომ უკრაინელი სქიზმატიკოსები აღსარებით უნდა დაუბრუნდნენ უკრაინულ მართმადიდებელ ეკლესიას.