ქსელში შეგვახსენეს დედეიჩის სიტყვები, რომ ალაჰი და ღმერთი ერთი და იგივეა

06 January 2021 21:30
27
მიხაილ დედეიჩი. ფოტო: api.pobjeda.me მიხაილ დედეიჩი. ფოტო: api.pobjeda.me

„მიტროპოლიტ“მიქაელ დედეიჩს,რომელიც ხელმძღვანელობს მართლმადიდებელ სამყაროში არაღიარებულ „ჩერნოგორის ეკლესიას“,არა ერთხელ გაუკვირვებია პუბლიკა თავისი განცხადებებით ისლამზე

არაკანონიკური „ჩერნოგორის მართლმადიდებელი ეკლესიის“ მეთაური მიქაელ დედეიჩი დარწმუნებულია, რომ „ჩვენ ყველა ერთ ალაჰს ვევედრებით“. ქსელში შეგვახსენეს, რომ მსგავს განცხადებებს ჩერნოგორიის განხეთქილების მთავარი წევრი არა ერთხელ აკეთებდა.

კერძოდ, ბოსნიის არხთან FACE-თან 2020 წლის 18 იანვრის ინტერვიუში დედეიჩმა განაცხადა, რომ „ჩემთვის ისლამი და ღმერთი ერთი და იგივეა, გვწამს ერთი ალაჰი, ერთი ღმერთი“.

ალბათ, მართლმადიდებლური მრევლის არარსებობის გამო, განხეთქილების ორგანიზატორი მუფტის როლსაც ირგებს“, - კომენტარი გაუკეთეს დედეიჩის სიტყვებს Telegram-არხზე Русский балканист

ჩემთვის ისლამი და ღმერთი ერთი და იგივეა, გვწამს ერთი ალაჰი, ერთი ღმერთი“, - განაცხადა ბოსნიის არხის FACE-ის ეთერში მირაშ დედეიჩმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩერნოგორიის მართლმადდიდებელი ეკლესიის“ თვითმარქვია „წინამძღვარმა“, რომელსაც აქტიურად მხარს უჭერს  მილო ჯუკანოვიჩის რეჟიმი და ამერიკის საელჩო.

ალბათ, მართლმადიდებლური მრევლის არარსებობის გამო, განხეთქილების ორგანიზატორი მუფტის როლსაც ირგებს.

თუმცა ის უკვე მრავალი წელია აკვირვებს პუბლიკას მსგავსი ფორმულირებებით, რომლებიც აიგივებენ
ქრისტიანობას და ისლამს.

ჩერნოგორიის განხეთქილების  მთავარი მონაწილის აზრები ისლამის შესახებ გამოაქვეყნა Vijesti საიტმაც.

ჩვენ ვერ გავყოფთ ღმერთს ისლამურად, მართლმადიდებლურად, კათოლიკურად ან პროტესტანტულად. ალაჰი ერთიანია, რომელსაც ჩვენ ყველა ვევედრებით“, - ციტირებდა დედეიჩი რესურსის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ადრე დედეიჩმა  დაადანაშაულა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომ ის ცდილობს დაავადოს კორონავირუსით რაც შეიძლება მეტი ჩერნოგორიის მაცხოვრებელი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ