მეუ - ს აღიარება აშშ-ს ბულდოზერული დიპლომატიის შედეგია, - სერბი იერარქი

06 January 2021 20:48
19
სემ ბრაუენბეკისა და ათონის არქიეპისკოპოს იერონომის შეხვედრა რელიგიურ თავისუფლებაზე. ფოტო: romfea.news სემ ბრაუენბეკისა და ათონის არქიეპისკოპოს იერონომის შეხვედრა რელიგიურ თავისუფლებაზე. ფოტო: romfea.news

იერარქები, რომლებმაც აღიარეს უკრაინული განხეთქილება, მოახდინეს ეს აშშ-ს ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ, ხაზი გაუსვა ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა.

აშშ-ის  წარმომადგენლები მხარს უჭერენ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ლეგალიზაციას მართლმადიდებლურ სამყაროში „ბულდოზერული დიპლომატიის“  გზით, აღნიშნა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქმა, ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა გამომცემლობა «Печат»-თან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე მართლმადიდებლობაში განხეთქილების გამო, მეუფე ირინეოსმა უპასუხა, რომ რეალური გარემოებებიდან გამომდინარე, „ევფემიზმებს აზრი არ აქვს“.

 „რა თქმა უნდა, უკეთესი და ელეგანტურია უფრო ნატიფი გამოთქმების გამოყენება, მაგრამ ბულდოზერული დიპლომატიის პირისპირ ამას აზრი აღარ აქვს“, - თქვა მან.

სერბმა იერარქმა ასეთი დიპლომატიის კონკრეტული მაგალითი მოიყვანა. მან არ დაასახელა ადგილობრივი ეკლესია, რომელზეც ყვებოდა, მაგრამ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლაპარაკი იყო საბერძნეთზე.

ერთ-ერთი წამყვანი მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის თავმჯდომარეს, აგრეთვე მისი საეპისკოპოსოს, სასულიერო პირების, ბერებისა და ხალხის უმრავლესობას არანაირი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია მათი დედა-ეკლესიის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებების გამო უკრაინაში საეკლესიო კრიზისის თაობაზე“, - ხაზი გაუსვა ბაჩის ეპისკოპოსმა.

მაგრამ ეშმაკს არ ძინავს“, გააგრძელა მან, რადგან სცენაზე გამოჩნდა აშშ-ს ელჩი რელიგიური თავისუფლების საკითხში სემ ბრაუნბეკი. მეუფე ირინეოსის სიტყვებით, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

არქიეპისკოპოსთან შვიდი თუ რვა ვიზიტისა და მასთან საუბრის  შემდეგ, ალბათ ღვთისმეტყველებაზე, განსაკუთრებით კანონიკური სამართლის შესახებ, ჩვენ ვხედავთ კოპერნიკულ შემოტრიალებას არქიეპისკოპოსისა და სინოდის მიმართ.

შედეგი? უკრაინაში განხეთქილების სტრუქტურის ელვისებური, ფორმალური აღიარება როგორც რეალური ეკლესიისა, მიუხედავად მოვლენების საწინააღმდეგო აღქმისა ამ ეკლესიის ბევრი გამოჩენილი კანონისტისა და ღვთისმეტყველის მიერ!“, - ხაზი გაუსვა სერბმა ეპისკოპოსმა.

მან აღნიშნა, რომ ანალოგიურ სცენებს ადგილი ჰქონდათ სხვა შემთხვევებშიც, როდესაც აშშ-ს ოფიციალური პირები ხვდებოდნენ სხვა ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებს.

ბოლო ბოლო, ამერიკელი მოხელეები თავად ღიად და საქვეყნოდ აცხადებენ, რომ „ერევიან გარკვეული მართლმადიდებელი ეკლესიების შიდა რელიგიურ და საეკლესიო პრობლემებში, თუმცა მსგავსი გაყოფა არ შეესაბამება მათი ქვეყნის დემოკრატიული კონსტიტუციის სულისკვეთებას“, აღნიშნა ეპისკოპოსმა ირინეოსმა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მან იზრუნა იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარი დაეჭირა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ