საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა: ბართლომემ რმე პაპის ამბიციებში დაადანაშაულა

04 January 2021 20:43
68
პატრიარქი ბართლომე. ფოტო: ukrinform პატრიარქი ბართლომე. ფოტო: ukrinform

პატრიარქი ბართლომე თვლის, რომ არ შეიძლება მისი დადანაშაულება პაპიზმში, რადგან ის მხოლოდ იმ მოვალეობებს ასრულებს, რაც მას წინამორბედებისგან ერგო.

2021 წლის 3 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ბერძნულ გამომცემლობასთან «Vima tis Kyriakis» ინტერვიუში მოსკოვის პატრიარქი კირილე პაპის ამბიციებში დაადანაშაულა, იუწყება საიტი  «Оrthodox Тimes».

ფანარის მეთაურის აზრით, ბრალდებები მისი მისამართით  პაპის ამბიციების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან „შეიძლება ვუწოდოთ პაპიზმი იმ ფაქტს, რომ მე ვკისრულობ ჩემი მოვალეობების შესრულებას“?

 ის დარწმუნებულია, რომ მათი ჭეშმარიტი მიზანი, ვინც არ ეთანხმება უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებას მდგომარეობს იმაში, რომ „მოხსნან ეს უნიკალური მოვალეობები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და გადასცენ სხვებს“.

ვერ ვიტყვი უარს მოვალეობებზე, რომლებიც მერგო ჩემი წინამორბედებისგან“, - დარწმუნებულია პატრიარქი ბართლომე.

პატრიარქ კირილეზე საუბრისას ფანარის მეთაურმა თქვა, რომ „ბოლო ბოლო ვინ იქცევა „მართლმადიდებელი პაპივით“? ის, ვინც მისი ტრადიციის ერთგულად რჩება თუ ის, ვისაც პრეტენზია აქვს იმ მდგომარეობაზე, რომელიც მას არ აქვს და არც არასდროს არ ექნება?“

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქ ბართლომეს აზრით, მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილება არ არის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ