ბაიდენი პატრიარქ ბართოლომეოს: ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა
ჯო ბაიდენმა წერილი მისწერა პატრიარ ბართოლომეოს, რომელშიც გამოხატა მჭიდრო თანამშრომლობის იმედი ფანარიონის მეთაურთან.
ჯო ბაიდენმა პირობა დადო ეთანამშრომლა პატრიარქ ბართოლომეოსთან და განაცხადა, რომ „ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა“, გვამცნობს გამოცემა „რომფეა“.
ბაიდენმა საპასუხო წერილი გაუგზავნა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს, რომელშიც გამოხატა მისი მადლიერება მისალოცი წერილის გამო, რომელიც მას ფანარიონის მეთაურმა გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე არჩევისთანავე.
წერილში ბაიდენი წუხს, რომ ვერ დაუკავშირდა პატრიარქ ბართოლომეოს ტელეფონზე და განაცხადა, რომ მისთვის „დიდი პატივია“ იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და რომ ის აცნობიერებს, თუ „რამხელა სამუშაოს ჩატარება მოუწევთ მათ ერთობლივად“.
„არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და მე შევასრულებთ ამოცანებს სერიოზული გლობალური პრობლემების - კორონავირუსით დაწყებული კლიმატის ცვლილებით დამთავრებული- დროს, რომელიც სცდება საზღვრებს და მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ რთულ დროს თქვენთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას“,- დაწერა ბაიდენმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სულმოუთქმელად ელის მომავალ დიალოგს ფანარიონის მეთაურთან, ხოლო პოსტსკრიპტუმ შემდეგი პირადი მინაწერი გააკეთა: „იყავით ჯანმრთელად. თქვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა“.
ადრე, მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა ბართოლომეომ გაუგზავნა „თბილი მისალოცი წერილი“ ჯო ბაიდენს, რომელიც ყველას უსახავს „საუკეთესო სამყაროს იმედს“.