არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი უნდა გადადგეს, -თეოლოგიის პროფესორი კვიპროსიდან
კვიპროსის არქიეპარქიის მეთაურმა დიდი ზიანი მიაყენა ეკლესიას და უნდა გადადგეს, თვლის ნიქოზიის ღვთისმეტყველების უნივერსიტეტის პროფესორი.
კვიპროსის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსთომოსმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, თუ რა ზიანი მიაყენა მან ეკლესიას და უნდა დატოვოს წინამძღოლის პოსტი, განაცხადა ნიქოზიის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის მეთაურმა ქრისტოს ეკონომუმ, - გვატყობინებს Vima Ortodoxias.
პროფესორმა ეკონომუმ აღნიშნა, რომ არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა „დაკარგა კონტროლი აზრებსა და გრძნობაზე“. ამას მოწმობს იერარქის ბოლო განცხადებები.
კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა „რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააცნობიეროს, რომ ზიანი, რომელიც მან ეკლესიას მიაყენა, არის ძალიან დიდი და ითხოვოს გადადგომა“, თვლის კვიპროსელი ღვთისმეტყველი.
ეკონომუს სიტყვებით, ეპიფანე დუმენკოს ხსენებისას არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა „ვერ დააფასა სინოდი, იმოქმედა ავტორიტარულად და ეგოცენტრულად და უკვე მოახდინა განხეთქილება ეკლესიის შიგნით“.
„მან იგნორირება გაუკეთა სინოდის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და შემდეგ მივიდა და იმ პირებს, რომლებზეც არსებითად არის დამოკიდებული ფინანსრუად [მხარი დაეჭირათ მისი მოქმედებებისთვის]“, -განაცხადა პროფესორმა. სინოდი ისე იყო მოწყობილი, რომ მისი წევრები იყვნენ დამოკიდებულები, მოხდეს მათი შანტაჟი და მათ ვერ შეძლონ თავისუფლად გადაწყვეტილებების მიღება“.
კვიპროსელმა ღვთისმეტყველმა აღნიშნა, რომ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს სჭირდება საკუთარი მარცხის გაცნობიერება და რომ „აღარ მოიქცეს, როგორც დიქტატორული სტილის მოყვარული მამა“.
როგორვ გვამცნო მჟკ, კვიპროსის ლიმასოლის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ათანასემ განაცხადა, რომ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის ბოლო განცხადებები იყო „სიცრუე და ცილისწამება“.