პოჩაევოს ლავრაში საზეიმოდ აღნიშნეს ღირსი ამფილოქეს ხსოვნა
პოჩაევოს ლავრის მიძინების ტაძარში გაიმართა ღირსი ამფილოქე პოჩაეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული.
1 იანვარს ღირსი ამფილოქე პოჩაეველის ხსოვნის დღეს პოჩაევოს ლავრის მიძინების ტაძარში ჩატარდა ორი ლიტურგია - ღამის და გვიანი. გვიანი ლიტურგიის შემდეგ შედგა ლიტანიობა, რომლის დროსაც ღირსი ამფილოქეს ნაწილები გადააბრძანეს ფერიცვალების ტაძრიდან უდაბნოს ტაძარში, სადაც ისინი ყოველთვის განისვენებენ.
დღესასწაულის ფოტო გამოაქვეყნა ჩერნოვიცისა და ბუკოვინის ეპარქიამ.
2021 წელს სრულდება 50 წელი პოჩაევოს სასწაულმოქმედის, ღირსი ამფილოქეს გარდაცვალებიდან.
ღირსი ამფილოქე პოჩაეველი, ერში იაკობ გოლოვატიუკი, დაიბადა 1894 წლის 27 ნოემბერს ტერნოპოლის ოლქის სოფელ მალაია ილოვიცაში, გარდაიცვალა 1971 წლის 1 იანვარს შუმსკის რაიონში, მართლმადიდებელი ბერი და ღვთისმსახური, მოღვაწეობდა პოჩაევოს ლავრაში, სადაც სახელი გაითქვა როგორც განკურნების მადლით დაჯილდოვებულმა.
2002 წლის 23 აპრილს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა პოჩაევოს სქიმ-იღუმენი ამფილოქე.
2016 წლის 3 თებერვალს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების განჩინებით დადგინდა ღირსი ამფილოქეს სრულიად საეკლესიო აღიარება.