არქიესპისკოპოს ქრიზოსტომოსის განცხადებები სიცრუე და ცილისწამებაა

31 December 2020 16:24
26
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე.ფოტო: romfea ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე.ფოტო: romfea

მიტროლპოლიტ ათანასეს აზრით, „არქიესპიკოპოს ქრიზოსტომოსის ძალისხმევა მიმართულია ცნობილ „გათიშე და იბატონეზე“.

2020 წლის 29 დეკემბერს კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ განცხადა, რომ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის ბოლოდროინდელი გამონათქვამები არის „სიცრუე და ცილისწამება“ , გვატყობინებს გამოცემა „რომფეა“.

თავის მიმართვაში მიტროპოლიტი ათანასე წერს, რომ „ამ წმინდა დღეებსა და ბრძოლისა თუ სხვა მრავალი სერიოზული პრობლემის რთულ პერიოდში, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა, ჩვენი ეკლესიის წინამძღვარმა გადაწყვიტა აღეშფოთებინა უფლის ტანჯული ხალხი, ისაუბრა რა ცუდი სიტყვებით ჩემს და ასევე სხვა წმინდა ძმებისა და დების წინააღმდეგ“.

მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ მას „არ აღელვებს დამცირება და შეურაცხყოფა“, რასაც სჩადის არქიეპისკოპოსი  პირადად მის მიმართ. გარდა ამისა, წერს მღვდელმთავარი, „მე შევეჩვიე ამ საქციელს ჩემს წინააღმდეგ“.

„თუმცა, მე ყველაფერი შემტკივა, რაზეც ის საუბრობს. ეს სიცრუე და ცილისწამებაა და ის ყოველთვის ირჩევს წმინდა დღეებს ასეთი განცხადებების გასაკეთებლად... ადამიანების შესაცბუნებლად და წმინდა დღესასწაულების სულისკვეთების შესალახად, რომლებიც წარმოადგენენ სიყვარულის, მშვიდობისა და მიტევების დღეებს“ - წერს მიტროპოლიტი ათანასე.

  ის თვლის, რომ „მისი პოზიციის, პასუხისმგებლობის, სიმართლის, სინდისის შესაბამისად და ჩვენი ერთგული ძმების შეცბუნების გამო, მოუწია იმ ყველაფრის უარყოფა, რაც თქვა არქიეპისკოპოსმა და განაცხადა, რომ ძალიან წუხდა არქიეპისკოპოსის ასეთი პოზიციის გამო“, „ცხადია, რომ არქიეპისკოპოსის ძალისხმევა მიმართულია ცნობილი „გათიშე და იბატონეზე“ - ხაზი გაუსვა მღვდელმთავარმა.

„სამწუხაროდ, აუცილებლობამ გვიბიძგა ჩვენ ამ წმინდა დღეებში ჭეშმარიტი ფაქტების აღდგენისკენ და იმისკენ, რომ უარგვეყო ყველაფერი, რაც ითქვა. აი, რატომ ვთხოვთ გაგებას და პატიებას ჩვენს ძმებს“ - განაცხადა დასასრულს მიტროპოლიტმა ათანასემ.

ადრე, მჟკ წერდა, რომ არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა გააკრიტიკა იერარქები, რომლებმაც არ ცნეს მეუ და დაადანაშაულა ისინი, რომ მათ „არ დაივიწყეს“ თავიანთი მარცხი კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის არჩევნებზე 2006 წელს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ