მიტროპოლიტმა ნიკიფორემ არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი სიცრუეში დაადანაშაულა

03 January 2021 17:30
18
Митрополит Киккский Никифор. Фото: youtube.com Митрополит Киккский Никифор. Фото: youtube.com

მიტროპოლიტი ნიკიფორე თვლის,რომ არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრის არჩევნების გამო.

კიკოს მიტროპოლიტმა ნიკიფორემ განაცხადა, რომ კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრის არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის ბოლო განცხადებები „მხოლოდ სინანულსა და წუხილს“ იწვევენ, რადგან ის შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს და არ ამბობს სიმართლეს, იუწყება გამომცემლობა «Ромфея»

მიტროპოლიტმა  ნიკიფორემ  განაცხადა, რომ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის განცხადებები 2006 წელს კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრის არჩევნების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც წარმოდგენილი იქნება „ობიექტურად და უტყუარი დასაბუთებების საფუძველზე  შესაბამის წიგნში, რომელსაც ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ“.

ამავე დროს მიტროპოლიტმა ნიკიფორემ განაცხადა, რომ ქრიზოსტომოსის საქციელი და ლაპარაკი წინამძღვრის არჩევნების შესახებ „ასუსტებს არქიეპისკოპოსის ინსტიტუტს და როლს ეკლესიაში, შესაბამისად, მიმართულია თავად მის წიმააღმდეგ“.

სამწუხაროდ, არქიეპისკოპოსის მსგავს საქციელს ვაწყდებით სხვა დროსაც და სინანულით აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა, ამ საკითხში მისი განკურნება შეუძლებელია“, - დაწერა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის ბოლო ინტერვიუ „იწვევს აღშფოთებას, ვინაიდან იქ უამრავი უზუსტობაა, შეგნებულად ფალსიფიცირებული ფაქტები და, სამწუხაროდ, სიმართლის უხეში დამახინჯება“.

საბოლოოდ ჩვენ წუხილით აღვნიშნავთ, რომ არქიეპისკოპოსის შეურაცხმყოფელი განცხადებები ძირითადად ნეგატიურად, თუ არა დამანგრეველად, მოქმედებენ ორი დიდი დღესასწაულის - შობისა და ნათლისღების სულიერ მნიშვნელობაზე და იწვევენ ღელვასა და უსიამოვნებას ჩვენს ხალხში. ჩვენ, მღვდელმთავრები, ჩვენი ხალხისთვის  სიმშვიდის წყარო უნდა ვიყოთ  და, პირველ რიგში, კორონავირუსის პანდემიის გამო ამ მძიმე დღეებში  უნდა შევთავაზოთ მათ მშვიდობა და სასოება ღვთისა“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ.

მან შეახსენა არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს, რომ ქრისტიანი უნდა იყოს მორჩილი, „გამოხატავდეს ღრმა თვითკრიტიკას და ითხოვდეს ძმათა სიყვარულს, აგრეთვე ღვთის წყალობას, ნაცვლად წამაქეზებელი  და შეურაცხმყოფელი ინტერვიუებისა და განცხადებებისა“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა გააკრიტიკა იერარქები, რომლებმაც არ აღიარეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია და დაადანაშაულა ისინი, რომ მათ „ვერ დაივიწყეს“ დამარცხება 2006 წელს კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრის არჩევნებზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ