ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მას სურს შეასრულოს ესაიას წინასწარმეტყველება
ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა თავისი განზრახვა შეასრულოს ბიბლიური წინასწარმეტყველება ესაიას წიგნის მე-60 თავში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აპირებს შეასრულოს ესაიას წინასწარმეტყველება "ჰამასის წინააღმდეგ", იუწყება aa.com.tr.
ღაზას სექტორში ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების კომენტირებისას, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ „ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი სამართლიანობისა და ღმერთის ღრმა რწმენით, ჩვენ შევასრულებთ ესაიას წინასწარმეტყველებას: ,,აღარ გაისმება ჰამასი შენს ქვეყანაში, ძალადობა, ძარცვა და გლეჯა - შენს საზღვრებში; ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებეღას - შენს კარიბჭეებს.’’
ალბათ, პოლიტიკოსს მხედველობაში ჰქონდა ტექსტი ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან, სადაც ნათქვამია: ,,აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა - შენს საზღვრებში; ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებეღას - შენს კარიბჭეებს.’’ (ეს. 60:18).
მჟკ წერდა, რომ ჰამასის განაცხადებით, ისრაელზე თავდასხმა იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთის განთავისუფლებას ნიშნავს.