ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდმა უმე-ს და მისი წინამძღოლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა
ანტიოქიის საპატრიარქოს იერარქებმა განაცხადეს, რომ უმე აღმსარებლობის გზით მიდის, მის სულიერ შვილებს კი ხელისუფლება რწმენის გამო დევნის.
ანტიოქიის საპატრიარქოში ლოცულობენ კიევისა და სრულიად უკრაინის უნატარეს მიტროპოლიტ ონოფრესთვის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლისთვის, რომელიც აღმსარებლობის გზით მიდის. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაკეთდა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შედეგად. ეს სხდომა ჩატარდა ლიბაანის ბალამანდის მონასტერში დიდი ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის იოანე X-ის თავმჯდომარეობით, იუწყება gorthodox.com.
ანტიოქიის იერარქებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის ხელისუფლება რწმენის გამო დევნის უმე-ს სულიერ შვილებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ, მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებისას, სინოდის წევრებმა მოუწოდეს ყველა ეკლესიას გაერთიანებისა და შერიგებისკენ. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მართლმადიდებლობა ნაციონალურ განსხვავებებს აღემატება და ის მოწოდებულია ადიდოს ღმერთი მის ქმნილებაში.
ანტიოქიის საპატრიარქოს მღვდელმთავრებმა აგრეთვე მოუწოდეს მთელ მსოფლიოში ომებისა და კონფლიქტების შეწყვეტისთვის, მათ შორის უკრაინაშიც. „მამები ევედრებიან იესო ქრისტეს, მსოფლიოს უფალსა და ყოველივე ნუგეშისმცემელს, აღმოფხვრას თავისი წყალობით ომისა და ბოროტების ძალა, განკურნოს დავრდომოლთა და მწუხარეთა იარები ამ ქვეყანაზე, რომელსაც სწყურია უფლის ტკბილი მშვიდობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ლუბლინისა და ხოლმსკის არქიეპისკოპოსმა (პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია) განაცხადა, რომ უმე-ს მორწმუნეთათვის განსაცდელის დრო მოვიდა და მათ „ქრისტეს ისტორიული ჯვარი იტვირთეს“.