ზელენსკი მხარს დაუჭერს აშშ-ს კურსს მეუ-ს წინსვლაზე ,- ექსპერტი

28 December 2020 01:40
36
პოლიტიკური ექსპერტი კირილ რიჟანოვი. ფოტო: скриншот видео с YouTube-канала «Перший козацький» პოლიტიკური ექსპერტი კირილ რიჟანოვი. ფოტო: скриншот видео с YouTube-канала «Перший козацький»

უკრაინის პრეზიდენტი დაადგა პოროშენკოს რელიგიური პოლიტიკის განმეორების საშიში კურსის გზას,რათა მიიღოს დამატებითი საგარეო პოლიტიკური ქულები, თვლის კირილ რიჟანოვი.

ვლადიმირ ზელენსკი, რომელმაც თავიდან დაიკავა  ნეიტრალური პოზიცია რელიგიურ საკითხებში, გაყვება აშშ-ს კურსს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და მეუ-ს წინსვლასთან დაკავშირებით, რათა მოახდინოს დემონსტრაცია, რომ ის იმყოფება „სწორ მხარეს“. ასეთი თვალსაზრისი გამოთქვა პოლიტიკურმა ექსპერტმა და ჟურნალისტმა კირილ რიჟანოვმა „პერში კოზაცკის“ ეთერში.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში ჩვენ ვაკვირდებით „მართალია, ძალიან ნელ, მაგრამ დრეიფს პოროშენკოს რელიგიური კურსის მხარეს“ ზელენსკის მხრიდან - პრეზიდენტის ვიზიტი ფანარიონზე, შეხვედრა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსთან და პრინციპული შეთანხმება უკრაინაში მის ვიზიტთან დაკავშირებით.

კურსის ასეთი ცვლილება, თვლის რიჟანოვი, უკავშირდება გარკვეულ სიგნალებს, რომელიც მოსდის ვლადიმირ ზელენსკის და უკრაინის პრეზიდენტის სურვილს გამოიმუშაოს საგარეო პოლიტიკური ქულები.

ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ აშშ-ს ელჩმა საბერძნეთში ჯეფრი პაიეტმა გააკეთა რეზონანსული განცხადება, რომელშიც პირდაპირ იყო დადანაშაულებული რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების შექმნის თაობაზე და გამოხატა რწმენა, რომ მეუ მიიღებს ახალ და ახალ აღიარებას ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან.

„უდაოა, რომ აშშ-ს ინტერესთა ლოგიკა მდგომარეობს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის შესუსტებაში, რომელიც პოლიტიკური კუთხით განიხილება, როგორც რუსული გავლენის გარკვეული აგენტი. დიპლომატიური ჩინოვნიკების ასეთი ცალკეული განცხადებები და არაფორმალური კონტაქტები უჩვენებენ ვლადიმირ ზელენსკის ტრენდს მხარი დაუჭირონ კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოზიციას ამ კონფლიქტში“ - განმარტა მან.

მომავალში, თვლის ექსპერტი, ჩვენ გვექნება ზელენსკის გარკვეული „არამყარი პოლიტიკა“, როცა „საგარეო დონეზე ოფიციალური სტრუქტურები სულ უფრო აქტიურად დაიკავებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხარეს ამ შიდამართმადიდებლურ დავაში“ და მოახდენენ დემონსტრაციას, რომ „ჩვენ ვდგებით სწორ მხარეზე“. შიგნით კი „ვლადიმირ ზელენსკი დაიკავებს ჩაურევლობის პოლიტიკას“, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

„იქნება ისე, რომ უკრაინის ეკლესია - ეს იქნება მხოლოდ მეუ, შესაბამისად, მისი წინსვლა იქნება ნაციონალური ინტერესების გატანა. ამის ხარჯზე დამატებითი საგარეო პოლიტიკური ქულების მიღების სურვილი საფრთხეს უქმნის კონკრეტულ შედეგებს შიდა პოლიტიკაშიც“ - ხაზი გასუვა კირილ რიჟანოვმა.

ადრე მჟკ წერდა,რომ აშშ-ს ელჩმა საბერძნეთში რმე დაადანაშაულა მსოფლიო მართმადიდებლობაში განხეთქილების შეტანაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ