უნეტარესი ონუფრი ფანარიონის მეთაურის ვიზიტზე:ველოდებით მიტაცებების ტალღას

26 December 2020 18:00
34
უწმინდესი მიტროპოლიტი ონუფრე კიევის ეპარქიის ყოველწლიურ შეკრებაზე.ფოტო:  : news.church.ua უწმინდესი მიტროპოლიტი ონუფრე კიევის ეპარქიის ყოველწლიურ შეკრებაზე.ფოტო: : news.church.ua

უმე-ს წინამძღვრის მოწოდებით,  უნდა იყოს მზადება, პირველ რიგში სულიერი, უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ვიზიტის, თუ ის შედგება,  ნეგატიური შედეგებისთვის.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ანონსირებულმა ვიზიტმა  უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილების მომხრეებთან სიტუაციის გამწვავება და პროვოკაციების ახალი ტალღა, აგრეთვე  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცება. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის ეპარქიის სამღვდელოების ყოველწლიურ კრებაზე, რომელიც შედგა მიძინების კიევო-პეჩერის ლავრის ღირს ანტონი და თეოდოსი პეჩერელების ტაძარში ორშაბათს, 2020 წლის 21 დეკემბერს.

ჩვენ გვაწუხებს ის, რომ უკრაინაში ჩამოსვლას აპირებს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე, - აღნიშნა მისმა უნატარესობამ მოხსენებაში, რომლის ტექსტი გამოაქვეყნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ. - თუ ეს მოხდება, ჩვენ უნდა ველოდოთ  უკრაინელ განხეთქილების მომხრეებთან ისედაც მძიმე სიტუაციის გამწვავებას. მოსალოდნელია პროვოკაციების ახალი ტალღა, ტაძრების მიტაცება, საინფორმაციო ზეწოლა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობები“.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის აზრით, „პატრიარქი ბართლომე ჩამოვა არა იმიტომ, რომ რამე შესძინოს უკრაინას, არამედ იმიტომ, რომ რამე წაიღოს უკრაინიდან“.

მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ  მზად იყოთ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და პირველ რიგში მზად იყოთ სულიერად. ლოცვით, მოთმინებითა და სიყვარულით  შეიარაღებულები დავიცვათ მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმინდე, ჩვენი ქრისტიანული პრინციპები, რომლებსაც, სამწუხაროდ არ ცნობენ  პატრიარქი ბართლომე და მისი მომხრეები, უნდა დავიცვათ ჩვენი სიწმინდეები. ყველას ვუსურვებ სიმამაცეს და რწმენის სიმტკიცეს, გახსოვდეთ, რომ ღმერთი ძალაში კი არა, ჭეშმარიტებაშია“ - ხაზი გაუსვა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრემ.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩმა) განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წინააღმდეგია, რომ პატრიარქი ბართლომე ჩამოვიდეს უკრაინაში.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ დაპატიჟა პატრიარქი ბართლომე უკრაინაში. მოგვიანებით ფანარის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩამოვა 2021 წლის აგვისტოში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ