პოლიციამ ათენის ტაძარში დანით შეიარაღებული სირიელი მიგრანტი დააკავა

20 October 2023 20:11
368
წმინდა პანტელეიმონის ტაძარი ათენში. ფოტო: orthodoxianewsagency.gr წმინდა პანტელეიმონის ტაძარი ათენში. ფოტო: orthodoxianewsagency.gr

საბერძნეთში დააკავეს არალეგალი სირიიდან, რომელიც ტაძარში დანით შეიარაღებული შევიდა.

2023 წლის 19 ოქტომბერს ათენის პოლიციამ დააკავა სირიელი, რომელიც წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ტაძარში დანით შეიარღებული შევარდა, იუწყება orthodoxianewsagency.gr.

დანით შეიარაღებული სირიელი მიგრანტი ყვირილით შევიდა ათენის ცენტრში მდებარე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში. შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები დროულად გამოცხადნენ. წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ შეძლეს კრიმინალის განეიტრალება და დაკავება.

სირიელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ბრალი წაუყენეს ჩადენილი დანაშაულისთვის. როგორც პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების შედეგად გაირკვა, დაკავებულმა საბერძნეთის ტერიტორია არალეგალურად გადაკვეთა.

როგორც მჟკ წერდა, ბრიუსელში მუსლიმმა „ალლაჰ აკბარის“ შეძახილით ორი ადამიანი მოკლა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ