უმე-ს ელოდება ხანგრძლივი და რთული სასამართლო პროცესი, რომლის გაძლება რთული იქნება
კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატის თქმით, სასულიერო პირები და უმე-ის მრევლი სასწრაფოდ საჭიროებენ სისტემური მუშაობის ორგანიზებას მათი უფლებების ლეგალურად დასაცავად.
რუსეთის ფედერაციის ლიდერთა ცენტრთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის კანონის საბოლოო მიღების შემთხვევაში, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა რელიგიური ორგანიზაცია (ეპარქიის ადმინისტრაციები, მონასტრები, სამრევლოები და ა.შ.) ჩაებმება ძალიან რთულ სასამართლებრივ პროცესში, რომელთან გამკლავებაც კვალიფიციური სამართლებრივი დაცვის გარეშე, თითქმის შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატმა, დეკანოზმა ნიკიტა ჩეკმანმა თავის Telegram არხზე დაწერა.
მისი თქმით, როგორც სასულიერო პირებს, ასევე უმე-ის მრევლს „უკვე დღეს (უფრო სწორად, როგორც ამბობენ, „გუშინ“) სჭირდებათ გაერთიანება და ორგანიზება უნდა გაუწიონ სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას თავიანთი უფლებების სამართლებრივი დაცვისთვის“.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ანტიეკლესიური კანონპროექტის თანახმად, რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ ასეთ ორგანიზაციას აკონტროლებს აგრესორი სახელმწიფო.
მამა ნიკიტამ გაიხსენა, რომ ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა უკვე ჩაატარა „რელიგიური კვლევა“, რომელმაც თითქოს „დაადგინა“ კავშირი უმე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის და ეს „ეკვლევა“ სასამართლოში გასაჩივრებულია.
„მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია უმე-ის საქმიანობის აკრძალვა ამ დასკვნის საფუძველზე, სასულიერო პირები და მრევლი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ განმეორებითი ექსპერტიზა ჩატარდება მიკერძოებული პირების მიერ და ხელისუფლების წარმომადგენლები აჩვენებენ, რომ რეალურად მომავალი კვლევის შედეგები უკვე ყველასთვის ცნობილია“, - წერს ადვოკატი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალია თავისი მმართველობითა და სტრუქტურით, ხოლო მისი ხელმძღვანელობის ცენტრი კიევში მდებარეობს.
„ამავდროულად, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა უმე-ის წინააღმდეგ და მუდმივი დისკრიმინაცია აჩვენებს, რომ „უკრაინის საზოგადოების კონსოლიდაციის ხელშეწყობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის“ ლოზუნგით სახელმწიფო შეეცდება აკრძალოს უმე. ამას ახლაც ადასტურებენ სახალხო დეპუტატები თავიანთი საქციელითა და განცხადებებით“, - აღნიშნა ადვოკატმა.
როგორც მჟკ წერს, არასამთავრობო ორგანიზაციის NGO Public Advocacy-ის ხელმძღვანელმა ოლეგ დენისოვმა ისაუბრა, რისი გაკეთება შუძლიათ უმე-ის მორწმუნეებს, თუ ანტიეკლესიური კანონის მიღების შედეგად, ხელისუფლება შეეცდება აკრძალოს საეკლესიო თემების საქმიანობა.