წმინდა ანდრიას ეკლესია ფანარიონს წესის დარღვევით გადაეცა,-პოლიტოლოგი

22 December 2020 21:05
80
წმინდა ანდრიას ეკლესია კიევში.ფოტო: about-planet.ru წმინდა ანდრიას ეკლესია კიევში.ფოტო: about-planet.ru

ელენე დიაჩენკო ყვებოდა, უკრაინის კანონმდებლობის რა ნორმები დაირღვა ფანარიონისთვის წმინდა ანდრიას ეკლესიის გადაცემისას.

პოლიტოლოგმა  ელენე დიაჩენკომ  Klymenko Time-ის youtube-არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წმინდა ანდრიას ეკლესიის გადაცემა მოხდა უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით.

რის საფუძველზე მოხდა ეს, დღემდე ვერ გამიგია. ვიპოვე ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო სტავროპიგიასა (ფანარსა) და „კიევის სოფიის“ ნაციონალურ ნაკრძალს შორის სტილობატის გადაცემის შესახებ. ამ ხელშეკრულებაში არის პუნქტი იმაზე, რომ სტავროპიგია ვალდებულებას იღებს ჩაატაროს სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ისტორიული მემკვიდრეობის ამ ძეგლზე, აგრეთვე დააფინანსებს ამ სამუშაოებს. მე მიჩნდება უდიდესი კითხვა, კერძოდ  რა სამუშაოები დააფინანსა, დადებული ხელშეკრულების თანახმად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სტავროპოგიამ?“- განაცხადა დიაჩენკომ.

მისი სიტყვებით, ამ გადაცემის თვით ლეგალიზაციაც იწვევს კითხვებს, რადგან პარლამენტმა, რომელმაც მიიღო კანონი წმინდა ანდრიას ეკლესიის ფანარიონისადმი გადაცემის შესახებ, თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც წმინდა ანდრიას ეკლესია ამოიღო იმ ობიექტების სიიდან, რომელთა გადაცემა აკრძალულია.

არქიტექტურის ძეგლებზე გადწყვეტილებების მიღება შეუძლია მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას მინისტრთა კაბინეტის სახით. პარლამენტმა ეს განახორციელა  და უკვე არსებული კანონის საფუძველზე - არაკონსტიტუციურის - მიიღეს მთავრობის გადაწყვეტილება. ეტყობა, ბატონ გროისმანს (აღნიშნული გადაწყვეტილების დროს მას პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, - რედ.) ესმოდა, რაზე იყო ლაპარაკი და მოთხოვა პოროშენკოს გარანტია პარლამენტის კენჭისყრის სახით. მხოლოდ ამის შემდეგ გროისმანმა შეცვალა 2001 წლის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, რომელიც შეიცავდა ობიექტების ჩამონათვალს, რომელთა გადაცემა და გამოყენება აკრძალული იყო. ამ სიიდან ამოშალეს წმინდა ანდრიას ეკლესია. ასე იქნა დაშვებული  მისი გადაცემის უფლება“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

 „მაგრამ საქმე იმაშია, რომ თვით კანონი და დადგენილება მიიღეს ერთი წლით ადრე, სანამ სტავროპიგია დარეგისტრირდებოდა როგორც იურიდიული პირი. ესე იგი მათ ჯერ ეს მიიღეს, ხოლო შემდეგ სტავროპოგია სხვა სახელწოდებით დარეგისტრირდა როგორც რელიგიური ორგანიზაცია. მეტიც, კანონში და დადგენილებაში ის აღნიშნულია სხვადასხვანაირად. ხან  როგორც კარ-მიდამო, ხან კი როგორც სტავროპიგია. წარმოიშვა გაუგებრობა სახელწოდებებში, ტერმინებში. უკრაინამ თავისი ხარჯით დააფინანსა რესტავრაცია (წმ. ანდრიას ეკლესიის, - რედ.) და უბრალოდ აჩუქა ის კონსტანტინოპოლს“, - დაამატა ექსპერტმა.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კიევში წმინდა ანდრიას ეკლესიის კედლებთან გადაიღეს ვიდეორგოლი შიშველი ქალების მონაწილეობით.
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ