პატრიარქი ირინეოსი თხოვდა ფანარიონის მეთაურს არ მოეხდინა განხეთქილება
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა შეგვახსენა განსვენებული წინამძღვრის სიტყვები,რომლითაც მან მიმართა პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში მისი ჩარევის შესახებ.
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი თხოვდა კონსატანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურს არ ჩაერიოს უკრაინაში და ახსენებდა მის პასუხისმგებლობას განხეთქილების გამო. ამის შესახებ 2020 წლის 17 დეკემბრის ინტერვიუში ყვებოდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგრადო-კარლოვაცკის არქისაეპისკოპოსოს მმართველი ეპისკოპოსი იოანე (მლადენოვიჩი).
სერბი ეპისკოპოსის ნათქვამს თავის Telegram-არხზე ციტირებდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი.
„როდესაც პატრიარქი პირადი შეხვედრის დროს ევედრებოდა მსოფლიო პატრიარქს არ ჩარეულიყო უკრაინაში, არ მოეხდინა განხეთქილება, ბართლომეს არ სურდა მისი მოსმენა. ამაზე სერბეთის პატრიარქმა უთხრა: „თქვენ დაგეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა მომხდარის გამო. და მეშინია, მარტო არ დარჩეთ ბოსფორზე“, - იუწყებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერი.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ადრე რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეგვახსენა, რომ ფანარმა XX საუკუნეში მხარი დაუჭირა განახლების (ობნოვლენჩესკი) განხეთქილებას.