განხეთქილება დაიწყო ფანარიონის მეთაურის დიდების მოყვარულობის გამო

21 December 2020 19:46
16
საქმეთა მმართველი მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: voskrcerkov.ru საქმეთა მმართველი მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: voskrcerkov.ru

მიტროპოლიტი ანტონი დარწმუნებულია, რომ ღვთის წყალობით კრიზისი დაძლეული იქნება და მორწმუნეები გამოვლენ იქედან უფრო ძლიერები და ერთიანები.

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა, უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა ანტონი (პაკანიჩმა) გადაცემა «Смотрим» ინტერვიუში ტელეარხ «Россия 24»-ზე განაცხადა, რომ სრულიად მართლმადიდებლური ერთიანობა დაირღვა პატრიარქ ბართლომეს ძალაუფლების სიყვარულის გამო.

სრულიად მართლმადიდებლური ერთიანობა არ არსებობს, იმედია, ჯერ-ჯერობით. მომავალშიც ჩვენ შეგვიძლია ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრა, რომელიც წარმოიშვა პატრიარქ ბართლომეს სურვილით მართლმადიდებლური სამყაროს ერთპიროვნულად მართვის შესახებ. ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად ყველაფერი ფეხქვეშ  ითელება - საეკლესიო სამართალი და სინდისიც კი“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა განაცხადა, რომ ხორციელდება გარკვეული ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვინც არ ეთანხმება ასეთ პერსპექტივებს, მაგრამ მეუფე დარწმუნებულია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იპოვის თავის თავში ძალებს განხეთქილების დასაძლევად.

უფალს უყვარს თავისი ეკლესია და ის აუცილებლად შეგვეწევა ამ კრიზისის დაძლევაში, საიდანაც ჩვენ უფრო ძლიერები და ერთიანები გამოვალთ“ - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა.

უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა მაგალითად მოიყვანა ღირსი მაქსიმე აღმსარებელი და წმინდა მარკუს ეფესელი, როდესაც ისინი თავისი სიტყვებითა და საქციელით ამტკიცებდნენ  მართლმადიდებლური სწავლებისადმი ერთგულებას, რის შედეგად მართლმადიდებლური სწავლება იმარჯვებდა და საეკლესიო ერთობა აღდგენილი იყო.

 „ღმერთი არ დატოვებს თავის ეკლესიას და ჭეშმარიტება აუცილებლად გაიმარჯვებს, ამაშია ჩვენი ღრმა რწმენა და სასოება. ჩვენ ვიმედოვნებთ პრობლემის სწორ გადაწყვეტას, რომელიც არსებობს უკრაინის  მართლმადიდებელ  ეკლესიაში და ზოგადად საეკლესიო დონეზე“, - იმედი გამოთქვა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომ უკრაინის  მართლმადიდებელმა  ეკლესიამ  შეგვახსენა, რომ ფანარმა XX  საუკუნეში მხარი დაუჭირა ეკლესიაში განახლების (ობნოვლენჩესტვოს) განხეთქილებას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ