უმე უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლის წინააღმდეგია-მიტროპოლიტი ანტონი

21 December 2020 19:45
39
მიტროპოლიტი ანტონი (პაკანჩინი). ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy მიტროპოლიტი ანტონი (პაკანჩინი). ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy

მიტროპოლიტმა ანტონმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ,სანამ პატრიარქ ბართლომეს მოიწვევდა უკრაინაში, უნდა ეფიქრა იმაზე, როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წინააღმდეგია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ მეუფემ ისაუბრა პროგრამის „ეკლესია და საზოგადოება“ გამოშვებაში.

მიტროპოლიტმა ანტონმა აღნიშნა, რომ „ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია და მას ვერავინ ვერ აუკრძალავს შეხვდეს სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს ან ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანებების ხელმძღვანელებს“.

თუმცა, მისი აზრით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურის მოწვევა უკრაინაში - ეს სხვა საკითხია, „იმიტომ რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს საზოგადოების შიდა მდგომარეობაზე, შიდა  სიტუაციაზე“.

მეუფე თვლის, რომ „სანამ სხვა ქვეყნის რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელს მოიწვევდნენ, უნდა ეზრუნათ, როგორ მიიღებდა ამას უკრაინული საზოგადოება, ხომ არ გამოიწვევს ეს წინააღმდეგობის მოძრაობებს“.

მიტროპოლიტმა ანტონმა შეახსენა, რომ ბოლო დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არაერთხელ გამოთქვამდა თავის დამოკიდებულებას ფანარის ხელმძღვანელის მიმართ, აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ „პატრიარქი ბართლომე უკანონოდ ჩაერია რელიგიურ სიტუაციაში უკრაინაში და ამ  ჩარევამ გამოიწვია დაპირისპირება, ჩვენი ეკლესიის ტაძრების მიტაცება, ჩვენი მორწმუნეებისა და სასულიერო პირების  ცემა.

და საკმაოდ დისონანსურად ჟღერს ვლადიმერ ზელენსკის სიტყვები, რომ პატრიარქი ბართლომე ზრუნავს მშვიდობაზე უკრაინაში. რადგან ჩვენ ვერ მივაგენით  ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც პატრიარქმა  ბართლომემ, იცოდა რა რეალური სიტუაცია უკრაინაში, შეძლო მისი  გამოსწორება. მხედველობაში მაქვს ჩვენი ტაძრების რეიდერული მიტაცებები, უკანონო რეგისტრაციები. ეს ყველაფერი კი ხდებოდა პატრიარქ ბართლომეს ზუსტად იმ მოქმედებების საფუძველზე - უკანონო, ხაზს ვუსვამ, მოქმედებების - უკრაინულ მართლმადიდებლობაში“, - თქვა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მეუფემ აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია „იმის წინააღმდეგია, რომ პატრიარქი ბართლომე ჩამოვიდეს უკრაინაში“, ვინაიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „მისი ჩამოსვლა ემსახურება არა მშვიდობას უკრაინაში, არამედ შეიძლება იყოს ახალი ბიძგი უფრო გლობალური წინააღმდეგობებისთვის. პრეზიდენტმა ეს აუცილებლად უნდა იცოდეს და იზრუნოს, რომ არანაირმა საგარეო სიტუაციამ, ჩამოსვლამ არ უნდა გამოიწვიოს დაპირისპირების ახალი რგოლის წარმოქმნა მორწმუნეთა შორის“.

აქ პრინციპულია ისიც, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არაერთხელ აცხადებდა: ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციით ცხოვრება. კონსტიტუცია კი პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფო გამოყოფილია ეკლესიისგან. ამიტომ სახელმწიფო მოღვაწეების ნებისმიერი ჩარევა ეკლესიის შიდა ცხოვრებაში ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად კანონს“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ მოიწვია პატრიარქი ბართლომე უკრაინაში. მოგვიანებით ფანარის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩამოვა 2021 წლის აგვისტოში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ