დუმენკომ განაცხადა, რატომ არ გადადიან მეუ-ს ეპარქიები და მონასტრები უმე-ში

20 December 2020 19:11
71
ეპიფანე დუმენკო,სიმეონი(შოსტაცკი) და ალექსანდრე(დრაბინკო). ფოტო: ეპიფანე დუმენკო,სიმეონი(შოსტაცკი) და ალექსანდრე(დრაბინკო). ფოტო:

ეპიფანე დუმენკოს განცხადებით, ვინიციის ყოფილმა მიტროპოლიტმა სიმეონმა (შოსტაცკიმ) საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ უმე-დან მეუ-სკენ მიმავალი გზა „რთული და ეკლიანია.“

2020 წლის 15 დეკემბერს ეპიფანე დუმენკომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის „ეპისკოპოსთა კრებაზე“ მოხსენებით გამოსვლის დროს განმარტა, რატომ არ გადადიან მის სტრუქტურაში უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიები და მონასტრები.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა დუმენკომ განაცხადა, რომ „რელიგიური თემების მიერ იურისდიქციის შეცვლა გართულებულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია კანონით განსაზღვრული ზოგიერთი პროცედურის წყალობით. მაგრამ ასეთივე ცვლილება ეპარქიული მმართველობების და მონასტრებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, პრაქტიკულად შეუძლებელია მთელი რიგი იურიდიული წინააღმდეგობების გამო.“

დუმენკოს აზრით სწორედ ამაში „მდგომარეობს ერთ-ერთი მთავარი პასუხი კითხვაზე - რატომ არ შეუერთდნენ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ დრომდე ახალი ეპისკოპოსები უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს იერარქიიდან.“

მან ასევე მოიშველია უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ვინიციის და ბარის ყოფილი მიტროპოლიტის სიმეონის გამოცდილება, რომელმაც „საკუთარი გამოცდილებით კარგად იცის რამდენად რთული და ეკლიანია ეს გზა. მისი ეპარქია კი, დღემდე განიცდის განსაკუთრებულ ზეწოლას მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან.“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ცოტა ხნის წერდა, რომ დუმენკოს თქმით, უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის თემები არ გადადიან უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რადგან მათ ახალ ტაძრებს უშენებენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ