ღაზას ბაპტისტურ საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა
ღაზას სექტორში მდებარე ბაპტისტური საავადმყოფო. ფოტო: CNN
მოსახლეობის დიდი ნაწილი ნანგრევების ქვეშაა.
2023 წლის 17 ოქტომბერს ისრაელის არმიამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა ღაზას სექტორში მდებარე ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოზე, იუწყება CNN.
გამოცემა წერს, რომ მსხვერპლი შესაძლოა 200-დან 300-მდე გაიზარდოს, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ რჩება. ალ ჯაზირა ირწმუნება, რომ „საავადმყოფოში აფეთქების შედეგად სულ მცირე 500 ადამიანი დაშავდა. ასევე იერიში მიიტანეს გაეროს მიერ მართულ სკოლაში, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს.
AP news იუწყება, რომ თუ ტრაგედიის მასშტაბები დადასტურდება, „შეტევა იქნება ისრაელის ყველაზე სასიკვდილო ავიაიერიში 2008 წლის შემდეგ მიმდინარე ხუთ ომში“.
მჟკ წერდა, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში ორ მეჩეთზე განახორციელა იერიში.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა
12 November 14:49
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
12 November 10:29
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
11 November 20:18