დუმენკომ განაცხადა,რომ უმე ფანარიონს საპატრიარქოს შესახებ თხოვნით მიმართავს

20 December 2020 12:06
35
ეპიფანია დუმენკო,პატრიარქი ბართლომე და პეტრე პოროშენკო. ფოტო: vesti.ua ეპიფანია დუმენკო,პატრიარქი ბართლომე და პეტრე პოროშენკო. ფოტო: vesti.ua

უმე-ს მეთაურმა პირობა დადო, რომ მისი სტრუქტურა პატრიარქატის შესახებ იდეის რეალიზებას შეეცდება.

2020 წლის 15 დეკემბერს ეპიფანე დუმენკომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის „ეპისკოპოსთა საბჭოში“ მოხსენების დროს განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა ფანარიონს მისთვის „საპატრიარქოს“ სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავს.

დუმენკო დარწმუნებულია, რომ ასეთი თხოვნა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობისგან მიიღებს აღიარებას.

„დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ რაც უკრაინაში მართლმადიდებლობის ერთობის გამყარების გზას გავივლით და მართლმადიდებლურ ეკლესიათა უმრავლესობის მიერ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის აღიარებას მივაღწევთ, სრული საფუძველი გვექნება, რომ მსოფლიო პატრიარქის წინაშე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მართლმადიდებლური სამყაროს მეირ აღიარებული საპატრიარქოს ღირსების მინიჭების საკითხი წამოვჭრათ,“ - განაცხადა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა.

თუმცა, დუმენკოს განცხადებით, „ისევე, როგორც ეტლს ცხენის წინ არ აბამენ - ასევე არ შეიძლება, რომ ერთი ამოცანის გადაუჭრელად, მეორე მოვითხოვოთ.“

ეპიფანემ პირობა დადო, რომ მისი სტრუქტურა ხორცს შეასხამს კიების საპატრიარქოს იდეას: „ამიტომ არა ხმამაღალ განცხადებებსა და ლოზუნგებზე, არამედ ყველა ჩვენგანის თავდადებულ შრომაზე, არამედ ჩვენ მიერ ერთიანობის და მშვიდობის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული კიევის სრულიად მართლმადიდებლობის მიერ აღიარებული საპატრიარქოს ჩამოყალიბების საკითხი.“

ადრე მჟკ წერდა,რომ  შევჩუკი ალაპარაკდა კიევის ერთიან საპატრიაექოზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ