ათიათასობით უმე-ის მორწმუნემ თაყვანი სცა რივნეში სასწაულმოქმედ ხატებს
20 ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა როვნოში უმე-ს ეკლესიაში ღვთისმშობლის ცხრა სასწაულმოქმედი ხატის წინ სალოცავად, რომლებიც რეგიონის სხვადასხვა მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩამოაბრძანეს.
2023 წლის 13 ოქტომბერს როვნოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხრა სასწაულმოქმედი ხატი მიაბრძანეს უმე-ის სხვადასხვა მონასტრებიდან და ეკლესიებიდან. ორ დღეში 20 ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა და თაყვანი სცა სასწაულმოქმედ ხატებს. ამის შესახებ მჟკ-ს მართლმადიდებელმა ჟურნალისტმა ვალენტინა ილინამ განუცხადა.
მისი თქმით, მომლოცველები ოდესიდან, ლუცკიდან და ლვოვიდან მივიდნენ როვნოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე და ოთხი საათის განმავლობაში რიგში იდგნენ.
„ჩვენ იძულებული გავხდით, თუმცა არ ვგეგმავდით, ხატები ეზოში დაგვებრძანებინა, სადაც ხალხის ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. მორწმუნეთა ასეთი შეკრება მხოლოდ ათი წლის წინ მახსოვს. დღევანდელმა დღესასწაულმა აჩვენა რეალური სურათი იმისა, თუ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს უმე-ს“, - დასძინა მან.
ფეისბუქის გვერდზე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ როვნოში ცხრა სასწაულმოქმედი ხატი პირველად ჩამოაბრძანეს სხვა და სხვა ეპარქიიდან და მხოლოდ პირველ 24 საათში, სულ მცირე, 10 ათასი მორწმუნე მოვიდა თაყვანის საცემად.
„ხალხის ნაკარდი უწყვეტად მოდის. უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 10 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოვიდა მხოლოდ ვოლინის წმინდანთა ეკლესიაში“, - თქვა ჟურნალისტმა.
როგორც მჟკ იუწყება, საფარველის დღსასწაულზე როვნოს ეპარქიაში ღვთისმშობლის ცხვა სასწაულმოქმედი ხატი ჩამოაბრძანეს.