ფანარიონის იერარქმა და უბკე მეთაურმა იმსჯელეს ეკუმენურ დიალოგზე
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის რეზიდენციას ეწვია გალიის მიტროპოლიტი ემანუელი.
2020 წლის 15 დეკემბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქი მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი) „ზრდილობის ვიზიტის“ ფარგლებში შეხვდა უკრაინელი ბერძენ-კათოლიკების მეთაურს სვიატოსლავ შევჩუკს. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის საინფორმაციო დეპარტამენტი.
ფანარიონის იერარქმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურს მისალოცი წერილის გამო, რომელიც მან წინადღით გაუგზავნა პატრიარქ ბართლომეს, მათ ერთად განიხილეს „თანამედროვე ეკუმენური დიალოგის მდგომარეობა გლობალურ და ლოკალურ დონეებზე“.
გამოთქვეს რა იმედი შემდგომ თანამშრომლობაზე, მხარეებმა გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგმა თქვა, როდის გაერთიანდება მისი სტრუქტურა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიასთან.