გვიახლოვდება უდიდესი საშინელება, - ალექსანდრიის პატრიარქი ისრაელისა და პალესტინის ომის შესახებ
პატრიარქმა თეოდორემ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომთან დაკავშირებით კაცობრიობა შეხვდება მოვლენებს, რომლებსაც დიდი სასოწარკვეთა მოყვება.
ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე II-მ, ისრაელისა და პალესტინას შორის ომის კომენტირებისას, განაცხადა, რომ კაცობრიობას უფრო დიდი საშინელება ელოდება, იუწყება გამომცემლობა „რომფეა“.
„ჩვენ დავინახავთ მოვლენებს, რომლებიც უფრო დიდ სასოწარკვეთას გამოიწვევენ... ერთადერთი, რაც მინდა გირჩიოთ, - არ დაკარგოთ სიმამაცე, რომ მომავალ მოვლენებთან შეხვედრა შეძლოთ“, - თქვა პატრიარქმა.
„გვიახლოვდება უფრო დიდი საშინელება. ვევედროთ მსოფლიოს ბელადს, მას, ვისაც ვემსახურები, შეიწყალოს ის ადგილი, სადაც ცხოვრობდა, იერუსალიმი. ვევედროთ მას, ვინც დიდი პატივი დაგვდო ეგვიპტეში მოსვლით თავის წმინდა ოჯახთან ერთად, როგორც ემიგრანტი და ღატაკი“, - თქვა ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ თალიბანმა მიმართა ირანს, იორდანიას და ირაკს თხოვნით, რომ მისცენ გასასვლელი ისრაელში ომში მონაწილეობის მისაღებად.