უ მ ე-ში აიყვანეს მოსკოველი ,,მღვდელი''რომელიც სოდომიას ცოდვად არ მიიჩნევს

13 December 2020 19:24
63
იაკოვ კროტოვი. ფოტო: YouTube იაკოვ კროტოვი. ფოტო: YouTube

სკანდალურად ცნობილი „მღვდელი“ იაკოვ კროტოვი იუწყება, რომ „დასრულდა მისი კანონიკური სიცარიელე“.

მოსკოვში მცხოვრები რუსეთის პუბლიცისტი, რადიოწამყვანი და „მღვდელი“ იაკოვ კროტოვი, რომელიც ადრე იმყოფებოდა განხეთქილების ორგანიზაციებში „სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია“ და „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (განახლებული)“, გახდა მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინაში ხერსონის ეპარქიის კლირიკოსი.ამის შესახებ იუწყება rbc.ua კროტოვის განცხადების დამოწმებით Facebook-ში.

„მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რომ ჩემი კანონიკურ სიცარიელეში ყოფნის პერიოდი, გაშვების სიგელითა და კონკრეტული ეპარქიის გარეშე, დასრულდა, - დაწერა კროტოვმა პუბლიკაციაში, რომელიც ამჟამად მიუწვდომელია სანახავად. - მე მიღებული ვიყავი ხერსონის საკათედრო ტაძრის სამღვდელოებაში მეუფე ნიკოდიმოსის მიერ, ეს მართლმადიდებელი ეკლესიაა უკრაინაში. ვცხოვრობ ჯერ-ჯერობით კიევის შვილობილ ქალაქში - ხდება ხოლმე... ღვთისთვის ათასი კილომეტრი ვითარცა ნახევარი ვერსტი. პარადად მე მიმიღეს, მრევლის გარეშე“.

კროტოვმა გამოხატა მადლიერება უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ხარკოვისა და პოლტავის ეპარქიის მეთაურის იგორ ისიჩენკოსადმი, რომელიც ამასწინათ იუწყებოდა თავისი სტრუქტურის შერწყმაზე უკრაინის ბერძნულ კათოლიკურ ეკლესიასთან, და გამოთქვა იმედი, რომ „სხვა მღვდლების ბედიც, რომლებიც იმყოფებიან ამჟამად ლიკვიდირებულ ხარკოვისა და პოლტავის ეპარქიაში, გადაწყდება სასიკეთოდ“.

უ მ ე-ში აიყვანეს მოსკოველი ,,მღვდელი''რომელიც სოდომიას ცოდვად არ მიიჩნევს фото 1

 „მღვდელი“ იაკობ კროტოვი, 1974 წელს მონათლული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზის ალექსანდრე მენის მიერ, ადრე იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი კონფესიათშორისი გაერთიანებისა, რომელიც აერთიანებდა მართლმადიდებლებს და კათოლიკებს, ამის შემდეგ ის გადავიდა ე.წ. „სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიაში“. როდესაც იქ ეპისკოპოსთა ქორწინება დაუშვეს, ის გადავიდა უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში, იგორ ისიჩენკოს ხელმძღვანელობის ქვეშ.

კროტოვი ცნობილია თავისი გამონათქვამებით ლგბტ-ს მხარდასაჭერად, კერძოდ, ის აცხადებდა, რომ „გენდერი არაფერს არ განსაზღვრავს“ და „მრუშობა არ არის დამოკიდებული იმაზე, რა სქესის არიან მეწყვილეები, არც პატიოსნებაა დამოკიდებული, არც ერთგულება. ამიტომ არსობრივად ეს (სექსუალური ორიენტაცია - რედ.) ყველაზე მთავარი ფაქტორი არ არის სულიერი ცხოვრებისთვის.

როგორც იუწყებოდა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი, 2020 წლის 16 ნოემბერს უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელი  ეკლესიის ხარკოვისა და პოლტავის ეპარქიის ხელმძღვანელმა იგორ ისიჩენკომ განაცხადა თავისი სტრუქტურის შერწყმის შესახებ უკრაინის ბერძნულ კათოლიკურ ეკლესიასთან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ