უმე-ში 2020 წელს გაერთიანებებისა და მღვდლების რიცხვის ზრდაზე ჰყვებიან
მიტროპოლიტი ანტონი იუწყება,რომ გასულ წელს უკრაინის მართმადიდებელ ეკლესიაში წარმოიშვა 36 ახალი გაერთიანება და მღვდლად ეკურთხა 45.
2020 წლის 9 დეკემბერს უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე,უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი,ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი საუბრობდა გაერთიანებებისა და მღვდელმსახურთა რიცხვის გაზრდაზე უკრაინის მართმადიდებელ ეკლესიაში,წერს უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
მიტროპოლიტ ანტონის ანგარიშში უკრაინის მართმადიდებელ ეკლესიაში 2020 წელს,შარშანდელ წელთან შედარებით,მრევლთა რიცხვი 36-ით გაიზარდა (12 338).
აგრეთვე გაიზარდა მღვდელმსახურთა საერთო რაოდენობა-12 456-მდე,რაც 45-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.
გარდა ამისა,სინოდის გადაწყვეტილებით ბელოცერკოვის ეპარქიაში დედათა ახალი მონასტრის დაარსების შემდეგ ,,ღირსი სერგი რადონეჟელის მონასტერი'',უკრაინის მართმადიდებელ ეკლესიაში 255 სამონასტრო სავანეს ითვლიან.
გაიზარდა აგრეთვე უმაღლეს სასულიერო სასწავლებლებში დღის დასწრებული ფორმის სწავლების სტუდენტთა რიცხვიც 159 ადამიანით (1531 და 1372 შესაბამისად 2020 და 2019 წლებში),გაიხსნა კიდევ ერთი სასულიერო სასწავლებელი.
მანამდე მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა ,რომ კიევში გაიხსნა უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის 2020 წლის უკანასკნელი წმინდა სინოდის სხდომა.