მეუ-ში განაცხადეს, რომ უკრაინა ცათა სასუფევლის ხილული სიმბოლოა
მეუ-ს „მღვდელი“ დარწმუნებულია, რომ კვართი - ეს „ბანდეროველთა დღესასწაულია“.
მეუ-ს „მღვდელმა და პოლტავის დეპუტატმა ალექსანდრე დედიუხინმა თავის ფეისბუქ-გვერდზე განაცხადა, რომ ღვთისმშობლის კვართი ბანდეროველთა დღესასწაულია, ხოლო უკრაინა - ცათა სასუფევლის ხილული სიმბოლოა.
მან განაცხადა, რომ ბანდეროველთა მთავარი თვისება იყო რწმენა, რადგან მათ სწამდათ უკრაინის და იბრძოდნენ მისთვის, როდესაც თვით უკრაინა ჯერ არ არსებობდა.
„ახლა ჩვენ წითელ არმიას უკვე კარპატებში კი არა, დონბასში და ხერსონის ველებზე ვებრძვით“, - აუწყა დედიუხინმა მკითხველს და აღნიშნა, რომ „უკრაინა - უხილავი სასუფევლის ხილული ნიშანია“.
„ჩვენ ცათა სასუფევლის ბანდეროველები ვართ, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ მისთვის, თუნდაც უხილავისთვის, გამარჯვება კი მოვა“, - ირწმუნებოდა დედიუხინი.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს „მღვდელმა“ პოროშენკოს პარტიის ყრილობაზე ღმერთზე და ბიბლიაზე იხუმრა.