მსახიობ პეტრე მამონოვს აუკრძალეს უკრაინაში შესვლა
ცნობილი რუსი მსახიობი, მუსიკოსი და მართლმადიდებელი ქრისტიანი ყირიმში ჩატარებული კონცერტების გამო უკრაინაში არ შეუშვეს.
მსახიობ პეტრე მამონოვს 3 წლით აუკრძალეს უკრაინაში შესვლა, გვაცნობეს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში შაბათს, 2020 წლის 6 დეკემბერს.
„გუშინ, „ბორისპოლ“-ის აეროპორტში, თურქეთიდან ავიარეისის მგზავრების რეგისტრაციისას, მესაზღვრეებმა დააკავეს რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე. უცხოელებმა დაარღვიეს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესვლა-გასვლის წესი. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა რუსული როკ-მუსიკოსი, ჯგუფ „ზვუკი მუ“-ს წევრი, მსახიობი და რადიოწამყვანი - მოქალაქე „მ“. ის, რუსეთის ფედერაციის სხვა მოქალაქე-ქალბატონთან ერთად მიემგზავრებოდა უკრაინაში თითქოს პირადი მიზნებისათვის“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა მასმედიას, რომ საუბარია პეტრე მამონოვზე და მის მეუღლეზე, რომლებსაც უკრაინაში შესვლა სამი წლით აეკრძალა.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლების უარის შემდეგ, მსახიობი და მისი მეუღლე იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ სხვა რეისით.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უკრაინაში შესვლა აეკრძალა რუსეთის მართლმადიდებლური არხის „სპას“-ის გენერალურ დირექტორს, ბორის კორჩევნიკოვს.