ვატიკანმა წარადგინა „ეკუმენური გზამკვლევი“ კათოლიკე ეპისკოპოსებისათვის

08 December 2020 13:15
44
რკე-ს მეთაური, პაპი ფრანცისკი და კარდინალი კურტ კოხი. ფოტო: vaticannews.va რკე-ს მეთაური, პაპი ფრანცისკი და კარდინალი კურტ კოხი. ფოტო: vaticannews.va

პაპის საბჭოს მიერ მომზადებული ქრისტიანული ერთობის ხელშეწყობის სახელმძღვანელო, შექმნილია კათოლიკე ეპისკოპოსების დასახმარებლად  შეასრულონ ეკუმენური ვალდებულებები“.

2020 წლის 4 დეკემბერს, პარასკევს, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა და ქრისტიანული ერთობის საკითხებში პაპის საბჭოს ხელმძღვანელმა, კურტ კოხმა განაცხადა ცნობარის „ეპისკოპოსი და ქრისტიანული ერთობა: ეკუმენური Vademecum-მის (ლათ. გზამკვლევი, - რედ.)“ გამოცემის შესახებ, რომელიც შექმნილია კათოლიკე ეპისკოპოსების დასახმარებლად  შეასრულონ ეკუმენური ვალდებულებები.

როგორც იტყობინება Vatican News, აღნიშნული სახელმძღვანელო, რომლის შემუშავება დაიწყო 2016 წელს, გამოიცემა ვატიკანის მიერ რომის პაპის, იოანე პავლე II-ის ეკუმენიზმის შესახებ ენციკლიკის 25-ე და ქრისტიანული ერთობის საკითხებში პაპის საბჭოს დაარსებიდან მე-60 წლისთავთან დაკავშირებით.

„ეკუმენური გზამკვლევი“ შედგება ორი ნაწილისაგან, პირველის სათაურია „ეკუმენიზმის მხარდაჭერა კათოლიკურ ეკლესიაში“. როგორც პაპის საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, მასში ასახულია განმარტებები იმის შესახებ „თუ რა მოეთხოვება კათოლიკურ ეკლესიას ეკუმენური მისიის შესასრულებლად და „განიხილავს სტრუქტურასა და პერსონალს, რომელიც ჩართულია ეკუმენიზმის პროცესებში, საეპარქიო და ეროვნულ დონეებზე, ასევე ეკუმენურ ფორმირებასა და მასმედიის საშუალებების გამოყენებას.

მეორე ნაწილში - „ კათოლიკური ეკლესია სხვა ქრისტიანებთან ურთიერთობებში“ - მოცემულია „კათოლიკური ეკლესიის სხვა ქრისტიანულ გაერთიანებებთან ურთიერთობის ოთხი საშუალება“: სულიერი ეკუმენიზმი, დიალოგი მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე და ცხოვრებაზე.

სახელმძღვანელოს წარდგენისას რკე-ს (რომაულ-კათოლიკური ეკლესია) კარდინალმა აღნიშნა, რომ იგი შეიცავს არა მარტო ეკუმენიზმის პრინციპების განმარტებას, არამედ „პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც“, რომლების გამოყენებაც შეუძლიათ კათოლიკე ეპისკოპოსებს ადგილობრივ და რეგიონალურ დონეებზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ადრე რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა განაცხადა, რომ კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა უნდა „გაცვალონ საჩუქრები“. 

როგორც იტყობინებოდა მჟკ, ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ ვატიკანი და მართლმადიდებლური ეკლესია გაერთიანდება მიუხედავად იმათი წინააღმდეგობისა ვინც ეკუმენიზმს უტოპიად მიიჩნევს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ