იღუმენია სერაფიმა:ფანარის მეთაური იგნორირებას უკეთებს უ.მ.ე-ს

03 December 2020 19:25
37
იღუმენია სერაფიმა(შევჩიკი). ფოტო: მჟკ იღუმენია სერაფიმა(შევჩიკი). ფოტო: მჟკ

ოდესის დედათა მონასტრის წინამძღვარი თვლის,რომ პატრიარქი ბართოლომეოსი მთლიანად იგნორირებას უკეთებს უ.მ.ე-ს მრევლის აზრს,თანაც ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

იღუმენია სერაფიმამ (შევჩიკი),ოდესის მიქაელ მთავარანგელოზის დედათა მონასტრის წინამძღვარმა,ოდესის ეპარქიის პროექტის ,,ბესედკა"-ს ფარგლებში განაცხადა,რომ პატრიარქი ბართოლომეოსი მთლიანად იგნორირებას უკეთებს უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის აზრს,მისი აზრით საბჭოთა დროსაც კი არ ხდებოდა მსგავსი უკანონობა.

,,იგნორირებას გვიკეთებენ ჩვენ,ჩვენს არსებობას,ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია არ არის,როგორც ღვთის ხალხის გარეშე არ არის ის.ჩვენი ბედის გადაწყვეტა უჩვენოდ უნდათ,მრავალმილიონიანი სამწყსოს გარეშე,სპეცსამსახურებისა და სხვა ქვეყნის ჩინოვნიკების დახმარებით.განა სპეცსამსახურებს შეუძლიათ გადაწყვიტონ რომელ ტაძრებში იარონ ან არ იარონ მორწმუნეებმა?!"-განაცხადა დედათა მონასტრის წინამძღვარმა.

იღუმენია სერაფიმა აღაშფოთა აგრეთვე ფანარის მეთაურის სიტყვებმა იმის სესახებ ,რომ ის ,,დროებით იტანს"  უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს.,,ბართლომე ლაპარაკობს იმაზე,რომ ის იტანს მიტროპოლიტ ონოფრეს,წმინდა ადამიანს,მაგრამ რატომ არ ლაპარაკობს იმაზე,რომ იტანს ფილარეტს,რომელიც ახლა,მიუხედავად ყველაფრისა საკუთარ განხეთქილებაში იწყებს კიდევ ერთი განხეთქილების მომზადებას?!"-განაცხადა ოდესის მონასტრის წინამძღვარმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ