ლომაჩენკო: მომავალში, მე ვხედავ უმე-ს ოქროში ჩასმულს და აყვავებულს
ვასილი ლომაჩენკომ თქვა, თუ რას ფიქრობს უმე-ის დღევანდელ დევნაზე და როგორ ხედავს ეკლესიის მომავალს.
ლეგენდარულმა უკრაინელმა მოკრივემ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვასილი ლომაჩენკომ მჟკ-თან ინტერვიუში თქვა, როგორ ხედავს უმე-ს მომავალში და ასევე რას გრძნობს, როდესაც ეკლესიას შეურაცხყოფენ და მის მორწმუნეებს ეკლესია-მონასტრებიდან აძევებენ.
ლომაჩენკო დარწმუნებულია, რომ მომავალში უმე იქნება ოქროში ცასმული და აყვავებული, მაგრამ დღეს ეკლესია, ისევე როგორც ოქრო, უნდა გაიწმინდოს მინარევებისაგან.
„დიდი ხნის განმავლობაში ვუსმენდი ერთ სიმღერას და ცოტა ხნის წინ ის კვლავ შემხვდა ჩემს ფლეილისტში. იქ გავიგე ეს სიტყვები: „გაწმინდე ოქრო მინარევებისაგან“. ეს არის ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ეკლესიაში. ახლა ოქრო იწმინდება მინარევებისაგან“, - თქვა მან.
კიევ-პეჩერის ლავრიდან ბერების გამოსახლებაზე, ეკლესიების ჩამორთმევაზე და უმე-ის დევნაზე, ლომაჩენკომ თქვა, რომ მისთვის ძალიან მტკივნეულია ამის ყურება.
„ის, რაც გარშემო ხდება, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, 100%-ით ასე არ უნდა იყოს. მტკივნეულია ყურება, ძალიან მტკივნეული. რა თვალსაზრისითაც არ უნდა შევხედოთ ამას, ეს ნამდვილად არ უნდა მოხდეს“, - დასძინა მოკრივემ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს მორწმუნემ თქვა, რომ მრევლი პასუხს აგებს ღმერთის წინაშე იმის გამო, რომ შეეძლო და არ დაიცვა ლავრა.