„არის თუ არა ფანარიონის სწავლებანი მწვალებლური“ გამოკითხვის შედეგები

02 December 2020 12:00
29
ფანარიონის მეთაური პატრიარქი ვარფოლომეი. ფოტო: basilica.ro ფანარიონის მეთაური პატრიარქი ვარფოლომეი. ფოტო: basilica.ro

კონსტანტინოპოლისა და იერარქების მიერ საღვთო სწავლებების ინტერპრეტაციის მწვალებლობად აღიარების საკითხმა წამოიწია კვიპროსის სინოდის მეუ-ზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

გამოკითხვის მონაწილეთა 81%-ს, რომელიც ჩატარდა Telegram-არხების ხელმომწერებს შორის, აუცილებლად მიაჩნია ფანარიონის მწვალებლობის საკითხის საბჭოზე განხილვა. გამოკითხვის შუალედური შედეგები გამოქვეყნდა არხზე, „ლაბარუმ. სიმ პობედიში“.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1594 რესპონდენტმა, რაც შეესაბამება სოც.გამოკითხვების საშუალო მაჩვენებელს.

გამოკითხვის მონაწილეებს მიეცათ კითხვა: „თქვენი აზრით, უნდა აღიაროს თუ არა რუსულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეკლესიაში ძალაუფლების პირველობის შესახებ სწავლებები მწვალებლობად?

პასუხები გადანაწილდა შემდეგი მიმდევრობით:

8%  – არა, ეს არ არის მწვალებლობა, არამედ ადმინისტრაციული წინააღმდეგობაა;
64% –
დიახ, ეს მწვალებლობაა, ეწინააღმდეგება სწავლებებს ეკუმენური საბჭოს შესახებ;
17% – ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა დაველოდოთ ყველა დგილობრივი ეკლესიის შეკრებას;
1% – პასუხის საკუთარი ვარიანტი;
10% – არ ვიცი.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ გამოკითხვას ვერ ექნება მართლმადიდებლური საეკლესიო გარემოს აზრის პრეზენტაბელურობის პრეტენზია, მაგრამ მაინც გავრისკავთ და ვივარაუდებთ, რომ თუ ეს გამოკითხვა ჩატარდებოდა ეკლესიებში, - ფანარიონის მწვალებლობის დაგმობის ინიციატივის მხარდაჭერის პროცენტი იქნებოდა უფრო მაღალი <...> ამასთანავე ჩვენ გვესმის, რომ მღვდლებისა და მრევლის გამოკითხვა არ განსაზღვრავს ეკლესიის პოზიციას. ამის განსაზღვრა  მხოლოდ სულიწმიდას შეუძლია ეკლესიის ეპისკოპოსების მეშვეობით. ამიტომ მოცემული გამოკითხვით ეკლესიაზე ზეგავლენის მოხდენის პრეტენზია არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ვაფიქსირებთ საეკლესიო საზოგადოების დამოკიდებულებას ამ გადაწყვეტილების მიმართ. შემაჯამებელი მხარდაჭერის მაჩვენებელმა კი 81% შეადგინა“, - აღნიშნეს არხზე.

როგორც იტყობინებოდა მჟკ, Pew Research Centre-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების რელიგიურობა 2002 წელთან შედარებით შემცირდა 11%-ით - 61%-დან 50%-მდე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ