რკე-ის ეპისკოპოსი: უნდა გაუქმდეს კლირიკოსთა დაუქორწინებლობა და ქალთა მღვდელმსახურება დამკვიდრდეს

26 September 2023 16:20
706
ფელიქს გმიური. ფოტო: infovaticana.com ფელიქს გმიური. ფოტო: infovaticana.com

კათოლიკე ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მას არ ესმის ქალთა მდგომარეომა რკე-ში, ხოლო თანამედროვე საზოგადოება ვერ იღებს ცელიბატობას.

შვეიცარიაში რკე-ის საეპისკოპოსო კონფერენციის მეთაურმა, ბაზელის ეპისკოპოსმა ფელიქს გმიურმა განაცხადა, რომ დროა კათოლიკურმა ეკლესიამ გააუქმოს კლირიკოსების დაუქორწინებლობა და ქალთა მღვდელმსახურება შემოიღოს.

ინტერვიუში Neue Zürcher Zeitung-თან ეპისკოპოსი გმიური ამბობდა, რომ „ხელისუფლება ეკლესიის შიგნით გადანაწილებული უნდა იყოს“ და დაამატა, რომ „გავლენას მოახდენს რომზე, რომ მან დეცენტრალიზაციას მიმართოს“.

კათოლიკე იერარქი, რომელიც „ახალი სექსუალური მორალის“ მხარდამჭერია, აგრეთვე თვლის, რომ თანამედროვე საზოგადოება ვერ იღებს ცელიბატს: „ცელიბატი ნიშნავს, რომ მე ღვთისთვის მისაწვდომი ვარ. მაგრამ  მიმაჩნია, რომ დღევანდელი საზოგადოება უკვე ვერ იგებს ამ ნიშანს“.

გმიური დარწმუნებულია, რომ „მოვიდა დაუქორწინებლობის გაუქმების დრო“ და ხაზი გაუსვა, რომ მას „არ აქვს პრობლემები დაქორწინებული მღვდლების ხელდასხმაზე“.

მისი სიტყვებით, აგრეთვე „წერტილი უნდა დაესვას  ქალთა გამორიცხვას მღვდლებად ხელდასხმისგან“.

„ჩემთვის გაუგებარია ქალთა მდგომარეობა კათოლიკურ ეკლესიაში. აუცილებელია ცვლილებები“, - თქვა გმიურმა და დაამატა, რომ ეკლესია „ჯერ არ არის იქ, სადაც უნდა ვიყოთ, როდესაც ლაპარაკია თანაცხოვრების აკრძალვაზე  ეკლესიის მიერ დაქირავებული თანამშრომლებისთვის“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ რკე-ის ეპისკოპოსი გერმანიიდან „დაქორწინებული სასულიერო პირების“ მხარდაჭერით გამოვიდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ