არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი: ვინც უარს იტყვის ჩემთან მსახურებაზე - დაისჯება
კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი, - მას შემდეგ რაც სინოდში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა მეუ-თან დაკავშირებით, კვიპროსის ეკლესიაში არც კრიზისია და არც განხეთქილება.
კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიასთან „RIK“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არქიერები, რომლებიც არ ეთანხმებიან მის გადაწყვეტილებას მოიხსენიონ დუმენკო, უარს ვერ იტყვიან მთავარეპისკოპოსთან მსახურებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა წოდება ჩამოერთვათ - იტყობინება Orthodox Times.
„წელიწადში რამდენჯერმე, დღესასწაულების დროს ყველა ერთდ ვატარებთ საღვთო ლიტურღიას. თუ მე მათ მოვიწვევ ჩემთან ერთად მსახურებაზე, მათ არ შეუძლიათ უარი თქვან. მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ არ მოვიდნენ თუ ავად გახდებიან“, - განაცხადა არქიეპისკოპოსმა და გვაცნობა, რომ მსახურებაზე უარის შემთხვევაში - მკაცრად დაისჯებიან. მისი თქმით - ‘წინასწარდადგენილი დასჯები იწყება საყვედურით და მთავრდება წოდების ჩამორთმევით. კვიპროსის ეკლესიაში ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა“.
ამასთანავე, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ, სადაც მის მიერ სერგეი დუმენკოს მოხსენიების საკითხთან დაკავშირებით თითქმის თანაბრად გაიყო არქიერებს მოსაზრებები, არც კრიზისია და არც განხეთქილება.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 25 ნოემბერს, კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის კიკოსისა და ტილირიის მიტროპოლიტმა, ნიკიფორმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის პოზიციის მხარდაჭერა) გაზიარება არ არის სავალდებულო, რადაგან ეს „რწმენის საკითხია“. მან ასევე საზი გაუსვა, რომ სინოდის დროს „დაფიქსირდა უთანხმოება“, ხოლო საბოლოო შედეგი იყო - 10 ხმა 7-ის წინააღმდეგ (სადაც ერთმა თავი შეიკავა).