კვიპროსის შვიდი იერარქი - მართლმადიდებლობის დამცველები, - მეუ(კ)

30 November 2020 13:28
33
მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: მეუ(კ)-ს საქმეთა მმართველის ფეისბუქ გვერდი მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: მეუ(კ)-ს საქმეთა მმართველის ფეისბუქ გვერდი

ბნელ დღეებში კარგად ჩანს ნათელი ადამიანები, აღნიშნა ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა კვიპროსის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებით.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) გამოხატა მადლიერება კვიპროსის ეკლესიის იმ შვიდი მიტროპოლიტის მიმართ, ვინც გამოვიდა არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მოეხსენიებინათ ეპიფანე დუმენკო „კანონიკური ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სიწმინდის მამაც დამცველად“, იტყობინება ბერძნული წყარო „რომფეა“.

თანამედროვე მართლმადიდებლობის მდგომარეობა, მახსენებს ეკლესიის მდგომარეობას ეკუმენური კრებების ეპოქაში, კერძოდ კი არიანეს პერიოდს, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა თავის კომენტარებში. - მაშინაც იყო ეკლესიის შიგნით ქოსი და რყევები. იყვნენ არიანელი-არქიერები, იყვნენ ნახევრადარიანელები, იყვნენ თუნდაც ცოტა მაგრამ მაინც მარტლმადიდებლები, მაგალითად როგორიც იყო წმ. დიდი ბასილი, რომელიც რაღაც პერიოდი იყო ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მთელს ახლო აღმოსავლეთში. ყველა დანარჩენი იყო ან არიანელი ან ნახევრადარიანელი. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ამჟამადაც ეკლესიაში სქიზმატ ეპიფანეს გამო.

მეუ(კ)-ს საქმეთა მმართველმა გაიხსენა ერთი ბრძენი ადამიანის სიტყვები, რომ „ბნელ დღეებში კარგად ჩანს ნათელი ადამიანები“.

"სწორედ ამიტომ მინდა მადლიერება გამოვხატო კვიპროსის ეკლესიის შვიდი მიტროპოლიტის მიმართ, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს კანონიკური ჭეშმარიტება და მართლმადიდებლობის სიწმინდე.

გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ კვიპროსის ეკლესიაში გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კრიზისი (რომელსაც ამჟამად განიცდის მსოფლიო მართლმადიდებლობა) არ არის დაპირისპირება ბერძნებსა და რუსებს ან უკრაინელებს შორის, ან ბერძნულ და სლავურ სამყაროებს შორის (როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ), ეს არის დაპირისპირება ეკლესიაში კანონიკურ წესის დამცველებს, სიწმინდესა და მათ შორის, ვინც ამ წესრიგს ანადგურებს არაეკლესიური ინტერესების გამო, არღვევს ეკლესიის ერთიანობას, შეკრულობას და კანონიკურობას. როგორც ვხედავთ, ბერძნულ სამყაროშიც კი არიან კანონებისა და ტრადიციული ეკლესიოლოგიის მკაცრი დამცველები“, - შეაჯამა ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 25 ნოემბერს კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა 3 ხმის უპირატესობით (ერთმა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის გადაწყვეტილებას ეპიფანე დუმენკოს მოხსენიების შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ