ერდოღანმა გააკრიტიკა ლგბტ პროპაგანდა გაეროში და მხარი დაუჭირა ოჯახურ ღირებულებებს
თურქეთის პრეზიდენტმა გაეროში განაცხადა, რომ ლგბტ ადამიანების ოპონენტებს აქვთ იგივე უფლებები, რაც მათ მხარდამჭერებს.
2023 წლის 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ოჯახის ინსტიტუტს მსოფლიოში საფრთხე ემუქრება, იუწყება ამერიკის ხმა.
„ოჯახისა და ოჯახის ინსტიტუტის დაცვა ნიშნავს მთელი კაცობრიობის მომავლის დაცვას“, - თქვა ერდოღანმა.
-„მოვუწოდებ ყველა ჩვენს მეგობარს გამოიჩინონ თანაგრძნობა ოჯახის ინსტიტუტის დასაცავად’’. ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დარბაზის ინტერიერი, რომელშიც ასამბლეა იმართებოდა და თქვა, რომ ფერები, რომლებიც ორგანიზატორების თქმით „მდგრადი განვითარების მიზნებს სიმბოლურად გამოხატავს“, ძალიან მოგვაგონებს ლგბტ ფერებს.
Reuters-ის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ აპირებს განიხილოს ეს საკითხი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერესთან.
„ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მაწუხებს, არის ის, რომ როდესაც შედიხართ გაეროს გენერალურ ასამბლეაში, ხედავთ ლგბტ ფერებს კიბეებზე და სხვაგან“, - ციტირებენ ერდოღანის სიტყვებს მაუწყებელი Haberturk და სხვები.
„რამდენი ლგბტ ადამიანია ახლა მსოფლიოში?
რაოდენი უფლებაც არ უნდა ჰქონდეს ამ ნაბიჯების გადადგმას, მათ, ვინც ლგბტ ადამიანებს ეწინააღმდეგება, იგივე უფლება აქვთ“, - განაცხადა ერდოღანმა. გამოცემის ცნობით, გაერომ ირწმუნება, რომ ფერები, რომლითაც დარბაზი იყო გაფორმებული, სიმბოლოა 17 მდგრადი განვითარების მიზნისთვის, როგორიცაა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ან შიმშილის აღმოფხვრა.
მანამდე მჟკ-მ დაწერა, რომ სერბეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ხელს არ მოაწერს გენდერულ კანონებს.