ალბანეთის ეკლესიის მეთაური მორწმუნეებს: ჩვენი რწმენის დეკლარირება უნდა მოვახდინოთ
არქიეპისკოპოსმა ანასტასიმ მოუწოდა მორწმუნეებს აღწერის დროს „გამოიჩინონ სიმტკიცე და პასუხისმგებლობა თავიანთი რელიგიური კუთვნილების მოთხოვნით“.
ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ანასტასიმ მორწმუნეებს მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მოსახლეობის აღწერაში, რათა დაადასტურონ თავიანთი რელიგიური კუთვნილება, იუწყება orthodoxianewsagency.gr.
მეუფე ანასტასის თქმით, აღწერში მონაწილეობა რწმენის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მის შედეგებს შეუძლია „აღადგინოს რეალობა 2011 წლის უსამართლო აღწერის შესახებ“.
„ამ კვირაში ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა დაიწყება. ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი ჩვენს, სჭირდება სიმართლე. ხშირად ეს აღწერები არ იძლევა რეალობის ზუსტ სურათს. ჩვენ გვაქვს წინა აღწერის გამოცდილება, რომელმაც წარმოადგინა სრულიად უსამართლო სურათი მართლმადიდებელ ქრისტიანებთან მიმართებაში“, - განაცხადა მეუფემ.
მისი თქმით, ენვერ ხოჯას დროინდელი მოსახლეობის ძველი აღწერები „მკაფიოდ იძლეოდა მაჩვენებლებს, რომლის მიხედვით დაახლოებით 20% ან კიდევ უფრო მეტი მართლმადიდებელი იყო. როდესაც ხოჯა რუსეთს ეწვია, სტალინმა ჰკითხა, რამდენი მართლმადიდებელი იყო ალბანეთში, მან უპასუხა, რომ 30%, თუმცა ეს რიცხვი ზუსტი არ იყო. 2011 წელს კი (ხელისუფლებამ) 10%-ზე ნაკლები მოგვცა“, - განაცხადა მან.
მეუფემ მორწმუნეების ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტზე, რომ თანამედროვე აღწერისას „არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი“, რადგან კითხვარში ნათქვამია, რომ პასუხი კითხვაზე, თუ რომელ რელიგიურ თემს მიეკუთვნებით, მისი შევსება სავალდებულო არ არის. მეორე „უცნაური რამ“ არის სიტყვა „პრაქტიკოსი“, რომელსაც შეიცავს კითხვა რელიგიური კუთვნილების შესახებ.
„ცოტა საშიში სიტყვაა. ბევრია მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი, მაგრამ ისინი ყოველთვის არ არიან თანმიმდევრულნი „პრაქტიკაში“... ისინი შეიძლება ყოველთვის არ ასრულებენ მართლმადიდებლობის მიერ ადამიანისთვის დაკისრებულ ყველა ვალდებულებას, მაგრამ ეკუთვნიან მართლმადიდებელ ეკლესიას“, - განაცხადა მეუფემ.
„საკითხავია, გვინდა ვიყოთ მართლმადიდებლები თუ არა? თუ არ გვინდა, კარგი. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, ხელისუფლებას არ სჭირდება იმის გაზომვა, თუ რამდენად კარგები ვართ, როგორც ქრისტიანები. ჩვენ ყოველთვის არ ვართ ისეთი კარგები, როგორც უნდა ვიყოთ, მაგრამ მართლმადიდებლები ვართ და ეს უნდა გამოვაცხადოთ“, - დაასკვნა მან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილების შესახებ გრაფაში აუცილებელია შევამოწმოთ არის თუ არა პასუხი სწორად ჩაწერილი: „ჩვენ გვაქვს უფლება შევამოწმოთ არის თუ არა ჩაწერილი ჩვენი განცხადება ეკლესიის კუთვნილების შესახებ. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ჩვენი არსებობის შესახებ.”
„გამოავლინეთ სიმტკიცე და პასუხისმგებლობა, მოითხოვეთ თქვენი რელიგიური კუთვნილების დაფიქსირება, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანების“, - მოუწოდა ალბანეთის ეკლესიის მეთაურმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ალბანეთის ეკლესია აკრიტიკებდა ფანარის პოზიციას უკრაინის მიმართ.