უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ ევროკავშირში 10 მილიონს გადააჭარბა
ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში უკრაინელი მიგრანტები უკვე შეადგენენ მოსახლეობის რამდენიმე პროცენტს.
ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა ფრანგულ Sud Radio-ს ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 10 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.
იტალიაში, ლამპედუზაში მიგრანტების შემოდინების კომენტირებისას, ბრეტონმა აღნიშნა, რომ მიგრანტების პრობლემა ევროკავშირს ეხება არა მხოლოდ სამხრეთში.
„ჩვენ მივიღეთ 10 მილიონზე მეტი უკრაინელი მიგრანტი. მიგრაციის პრობლემა მხოლოდ სამხრეთი კი არა, აღმოსავლეთია“, - განაცხადა ევროკომისარმა და აღნიშნა, რომ უკრაინელი მიგრანტების ყველაზე დიდი პროცენტი ჩეხეთშია.
"მოსახლეობის 4%, 440 ათასი უკრაინელი მიგრანტი 9 მილიონიან ქვეყანაში - წარმოგიდგენიათ?"- ემოციურად მიუგო ბრეტონმა წამყვანს და დასძინა, რომ უნგრეთი და პოლონეთი სიამოვნებით იღებენ უკრაინელებს, სადაც უკრაინელებისთვის ადაპტაცია უფრო ადვილია.
მჟკ წერდა, რომ მ.ვ. ლაპუხის სახელობის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, ელა ლიბანოვას განცხადებით , გამარჯვების შემდეგაც კი უკრაინელები შესაძლოა სიკვდილის სპირალში აღმოჩნდნენ.