ფანარიონის მეთაური უკრაინის ხელისუფლებას მეუ(კ)-ს დევნის მიზეზს აძლევს...
პატრიარქ ვარფოლომეის თავისი პოლიტიკური საქმიანობით მივყავართ მეუ(კ)-ს (უკრაინის მართლმადიდებლური კანონიკური ეკლესია) შევიწროებამდე, დარწმუნებულია დიმიტრი ჯანგიროვი.
კონსტანსტინოპოლის პატრიარქმა ვარფოლომემ კარგად იცის რას აკეთებს, უკრაინის ხელისუფლებას აძლევს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის ზედმეტ მიზეზებს, განაცხადა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, დიმიტრი ჯანგიროვმა არხისთვის „პირველი კაზაკი“ მიცემულ ინტერვიუში.
„შევიძლია ასჯერ გავიმეოროთ, რომ ჩვენთან ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, ხოლო სახელმწიფო ეკლესიისგან. მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს მეტ-ნაკლებად არასწორია.“ - ხაზი გაუსვა პოლიტილოგმა.
სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნის პრინციპი მკვეთრად ირღვეოდა პრეზიდენტ პოროშენკოს პერიოდში, ზელენსკიმ ეს პოლიტიკა გააგრძელა, აღნიშნა ჯანგიროვმა. მოქმედი ხელისუფლება მცდარად განიხილავს პატრიარქ ვარფოლომეის თურქეთის ხელმძღვანელობის ნაწილად, სწორედ ამიტომ ცდილობს მასთან კარგი ურიერთობების შენარჩუნებას.
ანალიტიკოსის თქმით, ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკამ არ გაამართლა მოლოდინი, რომ ის იქნებოდა ნეიტრალური რელიგიის საკითხებთან მიმართებაში. მეუ(კ)-ს წინააღმდეგ ქმედებებისაკენ პრეზიდენტს უბიძგებს „ლიბერალურ-სოროსული გარემოცვა და ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების ძალისხმევა“, ხაზი გაუსვა დიმიტრი ჯანგიროვმა.
როგორც იტყობინებოდა მჟკ, ფანარიონზე ვიზიტის დროს, ვლადიმერ ზელენსკიმ პატრიარქი ვარფოლომეი უკრაინაში მიიწვია.