ხელისუფლებამ კრემენეცის მონასტერს ელექტრომომარაგება შეუწყვიტა
ცივი ამინდის დადგომამდე ხელისუფლებამ 80 მონაზონი სინათლის, წყლისა და სითბოს გარეშე დატოვა.
2023 წლის 18 სექტემბერს ხელისუფლებამ გამორთო ელექტროენერგია უმე-ის ნათლისღების კრემენეცის დედათა მონასტერში, აცნობეს მჟკ-ს მონასტრის მაცხოვრებლებმა. „ტერნოპილობლენერგოს“ რამდენიმე თანამშრომელი მივიდა და მონასტერს ელექტროენერგია გაუთიშა.
მონასტერში ცხოვრობს და მოღვაწეობს 80 მონაზონი. საბჭოთა მმართველობის დროს მონასტრის შენობათა კომპლექსი, რომელიც შედგებოდა ნათლისღების საკათედრო ტაძრის, კელიებისა და სამრეკლოსგან, ჩამოართვეს და მონასტერი დაიხურა. უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ მონაზვნებმა დაიწყეს მონასტრის აღორძინება. სახელმწიფომ შეინარჩუნა ნათლისღების მონასტრის შენობების კომპლექსის საკუთრება და მონაზვნებს ამ საკუთრებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მისცა.
გასული 32 წლის განმავლობაში მონასტრის დებმა საკუთარი ხარჯებით განახორციელეს რემონტი და სახელმწიფო ქონება გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაში შეინარჩუნეს. ახლა სახელმწიფო ცდილობს მონაზვნების გამოსახლებას მონასტრიდან. ამ მიზნით მონასტერს ელექტრომომარაგება შეუწყვიტა კრემენეცის კომპანია „ტერნოპილობლენერგომ“.
2023 წლის 31 აგვისტოს ,,ტერნოპოლენერგოს’’ კრემენეცის სადისტრიბუციო ზონის უფროსმა ვლადიმერ ტაბაჩუკმა გაუგზავნა მონასტერს გაფრთხილება ელექტრომომარაგების გამორთვის შესახებ. საპასუხო წერილში იღუმენია დიმიტრიამ ტაბაჩუკს შეახსენა მინისტრთა კაბინეტის 2022 წლის 5 მარტის დადგენილება N 206, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დასრულებამდე აკრძალულია მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გამორთვა.
„შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კელიებში დენის მიწოდების შეწყვეტა წამების ტოლფასია. გთხოვთ, თავი შეიკავოთ კელიებში ელექტრომომარაგების გამორთვის უკანონო ქმედებებისგან“, - წერს იღუმენია.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უმე-ის კრემენეცის მონასტერმა დახურვის საფრთხეზე განაცხადა.