უნეტარესი ონუფრი თავად იტანს პატრიარქ ვარფოლომეის არსებობას, - ისტორიკოსი
პატრიარქ ვარფოლომეის განცხადებებს, მეუ(კ)-ს სტატუსზე, კანონიკური საფუძველი არ აქვს, უნეტარესი ონუფრი კი ქვეყანაში ფანარიონის სტრუქტურების არსებობას იტანს, თვლის ტოლოჩკო.
უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიის აკადემიკოსმა, ევროპის აკადემიის და სლავური არქეოლოგიის საერთაშორისო კავშირის წევრმა, პიოტრ ტოლოჩკომ, მეუ(კ)-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (კანონიკური) სტატუსზე ვარფოლომეის განცხადების შესახებ გამოთქმულ კომენტარში, ხაზი გაუსვა ფანარიონის მიერ კანონიკური წესების უცოდინრობას, და რომ ეს უნეტარესი ონუფრი იძულებულია აიტანოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სტრუქტურების არსებობა უკრაინის მიწაზე.
პატრიარქ ვაფროლომეის გადაწყვეტილება გააუქმოს კონსტანტინოპოლის პატრიარქის, დიონისე IV-ის მიერ 1686 წელს გამოცემული ტომოსი, არ შეესაბამება არც კანონიკურ და არც სამართლებრივ კანონს - თქვა ისტორიკოსმა „პირველი კაზაკის“ ეთერში.
ტოლოჩკომ აღნიშნა, რომ 2019 წლის ახალი ტომოსისგან განსხვავებით, ძირძველი ტომოსი დამტკიცებული იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საბჭოს, სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების იმდროინდელი პატრიარქების და თურქეთის წარმომადგენლის მიერაც კი, და მისი გაუქმება შეუძლებელია.
„ის (პატრიარქი ვარფოლომეი, - რედ) ამბობს, რომ უნეტარეს ონუფრის იტანს? ალბათ უფრო პირიქით, უნეტარესი ითმენს ჩვენი უკრაინის ეკლესიაში ვარფოლომეის სტრუქტურების არსებობას“, - შეაჯამა ისტორიკოსმა.
როგორც იტყობინებოდა მჟკ, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ფანარიონის ხელმძღვანელის გამონათქვამები მეუ(კ)-ს შესახებ შეიცავს სიძულვილის რიტორიკას, რომელიც იწვევს კონფესიებს შორის დაპირისპირებას.