მორწმუნე ქალი ლავრაში უხამსობის შესახებ: ეს რომ სინაგოგა იყოს, ზელენსკი თავად მოვიდოდა აქ

11 September 2023 16:53
1458
კიევ-პეჩერის ლავრის მრევლი ლიდია. ფოტო: скриншот видео YouTube-канала «Татьяна Царук. В поисках истины» კიევ-პეჩერის ლავრის მრევლი ლიდია. ფოტო: скриншот видео YouTube-канала «Татьяна Царук. В поисках истины»

უმე-ს მრევლის წევრები ამბობენ, რომ პოლიცია ხელისუფლების თანხმობით ხულიგნებს უხამსობის ჩადენის ნებართვას აძლევს.

უმე-ს მრევლის ხანდაზმული წევრი  ლიდია კომენტარს აკეთებს აქტივისტთა ჯგუფის უხამსობებზე, რომლებიც ლავრასთან უმე-ს მრევლის ლოცვას ხელს უშლიან და მეგაფონში ყვირიან. ის ყვებოდა, რომ მეუ-ს ხულიგნები, პოლიციის სრული დაშვებით, მომლოცველებს მუდმივად შეურახყოფას აყენებენ , წყევლიან და სიკვდილით ემუქრებიან კიდევაც. ამის შესახებ მან თქვა მოწოდებაში, რომელიც გამოაქვეყნა YouTube-არხმა «Татьяна Царук. В поисках истины» (ტატიანა ცარუკი. ჭეშმარიტების ძიებაში).

ის დარწმუნებულია, რომ ეს ხალხი ასე თავხედურად ხელისუფლების დაშვებით იქცევა.

„ეს მუდმივად ასეა, ყოველ საღამოს აქ კივილი და ყვირილია. გუშინ ვუთხარი პოლიციელებს - ასეთი რამ ებრაულ სინაგოგასთან რომ ხდებოდეს, პრეზიდენტი თავისი მანქანით უკვე იქ იქნებოდა“, - განაცხადა ლიდიამ.

ის ყვებოდა, რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ლოცვაზე აქტივისტებმა ჩართეს მეგაფონი სწორედ დაუჯდომელის კითხვის დროს და ყვირილით შეურაცხყოფდნენ ეკლესიის მორწმუნეებს და სამღვდელოებას.

ქალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სამართალდამცავები არაფერს არ აკეთებენ, რათა აქტივისტთა უხამსობა შეაჩერონ, ამის მაგივრად, ისინი მხოლოდ იღიმიან.

„პოლიციელებს ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული და გულხელდაკრეფილები იღიმებიან. ეტყობა, მათ მითითება აქვთ მიცემული, რომ არაფერი არ მოიმოქმედონ“, - დაამატა მან.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ლავრასთან პოლიციელი ახშობდა ლოცვას მკრეხელური სიმღერით ქრისტეზე. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ